-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი
სუხიშვილი მურმან (12. XI. 1942, ქ. თბილისი) ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1966), საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტის ასპირანტურა (1970), ქართველური ენები ჭავჭავაძის სახ. თბილ. უცხო ენათა სახელმწ. პედ. ინ-ტის გერმან. ენის ფაკ-ტზე (1979). იყო არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნ. ინ-ტის ქართველურ ენათა განყ-ბის უფ. ლაბორანტი (1971-1972); იყო ამავე ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1972-1980); უფ. მეცნიერ-თანამშრომელი (1980-1999); წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (1999-2002); არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნ. ინ-ტის განყ-ბის გამგე (2002-2006); იყო ილია ჭავჭავაძის სახელმწ. უნ-ტის პროფესორი (1994). ს. მ. მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშ. კონფერენციებში, იყო სამეცნ. შრომების ავტორი. გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტ. (1999), შემდეგ — პროფესორი. მისი სადოქტორო დისერტაციის თემა იყო: „გარდამავლობა, ერგატიულობა და გვარი ქართულში“ (1999).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): სუხიშვილი, მ. (1976). სტატიკური ზმნები ქართულში. მეცნიერება; სუხიშვილი, მ. (1986). გარდამავალი ზმნები ქართულში: სისტემისა და ისტორიის ზოგი საკითხი. მეცნიერება; სუხიშვილი, მ. (2009). ქართული თეატრალური ტერმინოლოგია (რედაქტორი). ISBN: 9789941018404; სუხიშვილი, მ. (2010). თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი. ცოტნე, ISBN: 9789994041145; სუხიშვილი, მ. (2011). თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია: სალიტერატურო ენა. მერიდიანი. ISBN: 9789941104763.