სუბარი სოზარ ავთანდილის ძე
სუბარი სოზარ ავთანდილის ძე

სუბარი სოზარ ავთანდილის ძე (4.XI.1964, სოფ. ჭუბერი, მესტიის რ-ნი), ქართვ. ისტორიკოსი, თეოლოგი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1987) და თბილ. სას. აკადემიის თეოლოგიის ფაკ-ტი (1995). სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა   საქართვ. მეცნ. აკადემიის არქეოლ. კვლევის ცენტრში (1981-1982;1988); საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ეთნოგრაფიის განყ-ბაში (1987). იყო დმანისის რ-ნის სოფ. ბოსლების საჯარო სკოლის დირექტორი (1989-1991). მსახურობდა დავითგარეჯის მონასტერში (1988-1989), დმანისის სიონში (1990-1991) და თბილისის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახ. ტაძარში (1991-1995). იყო გაზ. "კავკასიონის" ჯერ კორესპონდენტი (1995-1996), ხოლო შემდეგ რედაქტორი (1996-2000). ამავე პერიოდში მუშაობდა "რადიო თავისუფლების“ და ,,რადიო თავისუფალი ევროპის" კორესპონდენტად (1996-2003). იგი ასევე იყო ლონდონის ,,ომისა და მშვიდობის რეპორტაჟების ინსტიტუტის“ კორესპონდენტი (1998-2001). არის  კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშ. ცენტრის დამფუძნებელი (2002) და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფლების ინსტიტუტის“ პროექტის "კანონის უზენაესობის" დირექტორი (2003-2004). წლების განმავლობაში იყო: საქართვ. სახალხო დამცველი (2004-2009); საქართვ. მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (2012);  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (2012-2014); საქართვ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი (2014-2018); საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვ. (2018-2020); საქართვ. მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №5 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან (2020); საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავ–რის მოადგილე (2024-დან). საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (2024-დან). იუსტიციის პოლკოვნიკი.

თხზ.: სუბარი, ს. (რედაქტორი). (2004). საქართველო და მსოფლიოს რელიგიები : მიმოხილვა და ლექსიკონი. თბ., ISBN:9994080555; სუბარი, ს. (თანაავტორი). (2013). თავისუფლებისთვის : კრებული. თბ., ISBN: 9789994088591.