-
ავტორი
- კატეგორიები: საზოგადო მოღვაწე უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი
სტურუა ისიდორე ივანეს ძე (1880, სამტრედიის რ-ნი, სოფ. კულაში-1937), ქართვ. მეტყევე და საზ. მოღვაწე. იგი იყო XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის დასაწყისის ქართვ. საზ. მოღვაწე. აქტიური როლი ითამაშა საქართვ. კულტ. და საგანმან. ცხოვრებაში. იყო ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” სამტრედიის განყ-ბის ხაზინადარი და გამგეობის წევრი; თბილ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი; საქართვ. სოც.- ფედერალისტთა პარტიის წევრი; სატყეო კოოპერაციის არტელის გამგეობის წევრი. საბჭ. რეპრესიების პერიოდში იგი დააპატიმრეს. სამხედრო კოლეგიამ (შემადგენლობა: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუმკა) გამუტანა სასჯელის უმაღლ. ზომა, დახვრეტა, შემდგომ შეეხო რეაბილიტაცია (12.1 2. 1956).
ლიტ.: საქართვ. ეროვნ. არქივი: უახ. ისტ. ცენტრ. არქივი: ფ. 471, 1ნ.1, საქმე 16, ფურც 4 ა.