-
ავტორი
- კატეგორიები: სტუდენტური კლუბი
სტუდენტური კლუბი „რეპორტიორი“ — სტუდენტური კლუბი „რეპორტიორი“ შეიქმნა თსუ-ის ჟურნალისტიკის კათედრაზე, იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში ჟურნალისტიკის ფაკ-ტებზე სწავლა გააქტიურდა და დღის წესრიგში დადგა სტუდენტთა პრაქტ. უნარების განვითარებისა და პროფესიული გამოცდილების მიღების საკითხი (1978). ის წარმოადგენდა თსუ–ის ჟურნალისტიკის კათედრასთან მოქმედ სტუდენტურ შემოქმედებით გაერთიანებას. კლუბის მიზანს წარმოადგენდა ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებისათვის პრაქტიკაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნა. „რეპორტიორი“ ფუნქციონირებდა როგორც შემოქმედებითი ლაბორატორია, სადაც სტუდენტები იღებდნენ შესაძლებლობას, გაეღრმავებინათ თეორიული ცოდნა, განევითარებინათ პროფ. უნარები და ჩართულიყვნენ საზოგადოებრივ და მედია პროცესებში. კლუბის საქმიანობა ეფუძნებოდა შეხვედრებს, დისკუსიებსა და პროფესიულ თემებზე გამართულ ღონისძიებებს. გარკვეული დროის განმავლობაში კლუბის საქმიანობა შეფერხდა, თუმცა ჟურნალისტიკის ფაკ-ტის ინსტიტუციური ჩამოყალიბების შემდეგ იგი განახლდა თანამედროვე საგანმან. მოთხოვნების გათვალისწინებით. „რეპორტიორის“ ფარგლებში ჩატარდა დაახლოებით 20 ღონისძიება (1999-2000). კლუბმა უმასპინძლა როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სპეციალისტებსა და საზ. მოღვაწეებს, მათ შორის იყვნენ: ვ. კაჭარავა-ამერიკის შესწავლის ცენტრის დირექტორი, საქართვ. განათლების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი საგანმან. პროექტის კოორდინატორი; პროფ. ვ. ასათიანი-საქართვ. კულტურის ყოფილი მინისტრი; დოცენტი რ. კლდიაშვილი-თბილ. ტექნ. უნ-ტის საზ-ბასთან ურთიერთობის ცენტრის დირექტორი; მ. ბორზოტი-გაეროს ელჩი საქართველოში; ბ. შუმანი-რეკლამის საერთაშ. ევროპ. ფესტივალის „დოიჩე ველე“ (გერმ. Deutsche Welle)-ს წარმომადგენელი; კრებულის „რუსული პოეზია, XX საუკუნე“ თარგმანების ავტორები; ა. შენგელია-გაზეთ „ქუთაისის“ მთ. რედაქტორი, თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტის კურსდამთავრებული; დოქტ. მ. მუსხელიშვილი-საზ-ბრივი ცენტრის დირექტორი; ლ. ლსონი-„წითელი ჯვრის“ საერთაშ. კომიტეტის საუნივერსიტეტო პროგრამის ხელმძღვ. (აშშ); ლ. ღვინჯილია-ენის სახელმწ. პალატის წარმომადგენელი; ა. გერასიმოვი-საქართვ. პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში; ვ. ბარნოვი-დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანიის TV IV-ის პრეზიდენტი, გადაცემის „პოლიტიკური კლუბი“ ავტორი და წამყვანი. სტუდენტური კლუბი „რეპორტიორი“ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა თსუ-ის ჟურნალისტიკის სტუდენტთა პროფ. მომზადებისა და აკადემიური სივრცისა და მედიის სფეროს შორის კავშირების განმტკიცებაში.