-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი ტექნოლოგი მეცნიერ თანამშრომელი
სტეფანიშვილი მაია ანზორის ასული (13.VIII.1964, თბილისი), ქიმიკოსი, ტექნოლოგი. დაამთავრა სპი-ის არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლ. ფაკ-ტი (1988). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „სამხედრო-სამრეწველო ნარჩენების კონვერსია სასარგებლო პროდუქტებად“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (2006). იყო პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი ქიმ. ეკოლოგიის ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (1991-2010), არის თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ქიმ. ეკოლოგიის ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (2010-დან). თბილ. სსიპ გ. ტაბიძის სახ. თბილ. №51 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი (2010-დან). მისი სამეცნ. ინტერესებია: ორგ. ქიმია; დედამიწის და მათთან დაკავშირებული გარემოს შემსწავლელი მეცნიერებანი და აგრ. მეცნიერებები. თანაავტორია სამეცნ. სტატიების და ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების თეზისების: „Reducing the negative impact of multicomponent contamination by the activation of soil self purification processes“ (The 6th International conference Ecological and environmental chemistry, Chisinau, Republic of Moldova, 2017); „Synthesis of 2D-Material (G, GO, rGO, h-BN)-Magnetic (Fe, Fe3O4) Nanocomposites“ (Nano Hybrids and Composites. 2024, v.43); „Tungsten Scraps and Graphite Foil Waste as Precursors for Manufacturing W–C–Co Materials: Carbidization of Tungsten Compounds in Presence of Graphene Oxides“ (Materials Science Forum, 2026, v. 1178). მონაწილეობდა ეუთო-ს დაფინანსებით საქართველოში ყოფილი საბჭ. სამხ. ბაზების მონიტორინგის და რაკეტული საწვავის ნეიტრალიზაციის პროექტებში (2007-2008).