-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი ასოცირებული პროფესორი
სრესელი ნანა გივის ასული (25.X.1956, გორი, სოფ. ახრისი), ეკონომისტი, თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ–ტის აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის კათედრის ასოცირებული პროფესორი. წარჩინებით დაამთავრა თსუ–ის სააღრიცხვო-ეკონ. ფაკ–ტი სპეციალობით „ბუღალტრული აღრიცხვა მრეწველობაში“ (1978) და ასპირანტურა (1982). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „მოგების გადიდების რეზერვები საქართველოს სსრ ხილ-ბოსტნეულის კონსერვების მრეწველობაში“ (1988). შრომითი საქმიანობა დაიწყო უნ–ტის დამთავრებისთანავე. იყო: თსუ–ის აღრიცხვის, კონტროლისა და ეკონ. ანალიზის სამეცნ.-სასწ. გაერთიანების მეცნიერ-თანამშრომელი და ბუღალტრული აღრიცხვისა და ეკონ. ანალიზის კათედრის მასწავლებელი საათობრივი ანაზღაურების წესით (1978-1981). იყო სააღრიცხვო-ეკონ. ფაკ–ტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ეკონ. ანალიზის კათედრის ასისტენტი, მასწავლებელი (1981-1990), ეკონ. ფაკ–ტის დოცენტი (1990-2006). არის ეკონ. და ბიზნესის ფაკ–ტის აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2006-დან). სასწ. კურსებს კითხულობს სამივე საფეხურზე. არის ბიზნესის ადმინისტრირების საგანმან. პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების მხარდამჭერი კომიტეტისა და ფაკ–ტის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს წევრი. გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია, 4 სახელმძღვანელო, 2 ლექციების კურსი და 30-ზე მეტი სამეცნ. სტატია (2010-დან). არის რიგი სამეცნ. შრომების და სახელმძღვანელოების რეცენზენტი და რედაქტორი, აქტიურად მონაწილეობდა თსუ–ის სამეცნ.-მიზნობრივ საგრანტო პროექტებში წევრი - შემსრულებლის სტატუსით. იგი აქტიურად მონაწილეობს საერთაშ. და ადგილ. სამეცნ. კონფერენციებში, სისტემატურადაა ჩართული ადგილ. და უცხოელი სტრუქტურების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, ვორქშოპებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში. წლების მანძილზე ფლობდა სერთიფიკატს „ზოგად აუდიტში“ და „ინდივიდუალური აუდიტორული საქმიანობის ლიცენზიას“, ეკავა სს „საქართველოს გაერთიანებული ტელეკომის“(ამჟამად „სილქნეტი“) მთავარი ბუღალტრის თანამდებობა (2003-2007). მონაწილეობდა „ალტერნატიული აუდიტის“ სახელმწ. საპილოტე პროგრამაში (2011-2013). თანამშრომლობს პროფესიულ ორგანიზაციებთან. დაარსებიდან არის საქართვე. პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფი) წევრი და საზ–ებრივი ორგანიზაცია ,,ბუღალტერთა კავშირის“ წევრი (2019-დან).
თხზ.: სრესელი, ნ. (თანაავტორი). (2010). სააღრიცხვო ინფორმაციის მაკორექტირებელი ჩანაწერების არსი და ფორმები. ეკონომიკა და ბიზნესი №6 , გვ. 159-170. თბ., უნ–ტის გამ–ბა; სრესელი, ნ. (თანაავტორი). (2011). ბიოლოგიური აქტივების შეფასების და აღრიცხვის თავისებურებები ეკონომიკა და ბიზნესი №5 , გვ. 185-194. თბ., უნ–ტის გამ–ბა; სრესელი, ნ. (თანაავტორი). (2012). წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების აღრიცხვის თავისებურებები №4 ,გვ. 187-196. თბ., უნ–ტის გამ–ბა; სრესელი, ნ. (თანაავტორი). (2017). ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სრულყოფის გზები მცირე და საშუალო ბიზნესის საწარმოებში. თბ., უნ–ტის გამ–ბა; სრესელი, ნ. (2018). აუდიტის საფუძვლები. თბ., უნივერსალი ISBN 9789941262654; სრესელი, ნ. (თანაავტორი). (2019). მომხმარებელთა ხელშეკრულებებიდან ამონაგების აღრიცხვის ძირითადი საკითხები. ეკონომიკა, №10-12, გვ. 94-95. თბ., უნ–ტის გამ–ბა; სრესელი, ნ. (თანაავტორი). (2022). კრიპტოვალუტის აღრიცხვისა და ანგარიშგების საკითხები. ეკონომიკა და ბიზნესი №4, ტ. XIVგვ. 208-228. თბ., უნ–ტის გამ–ბა.