-
ავტორი
- კატეგორიები: სტრუქტურული ერთეული
სოციალური ფსიქოლოგიის კათედრა. თბილისში სოც. ფსიქოლოგიის სპეციალიზაციას საფუძველი ჩაეყარა მას შემდგომ, როდესაც ამ მიმართულებით ასპირანტების მიღება შესაძლებელი გახდა (1968). ამ პროცესს სათავეში ედგა რეზო ქვარცხავა. პირველი ასპირანტები ამ მიმართულებით იყვნენ: შ. აბზიანიძე და ნ. ბელქანია, რომელთა სადისერტაციო ნაშრომების ხელმძღვ. თავად რ. ქვარცხავა იყო. სოც. ფსიქოლ. და თანამედროვე მიმდინარეობების საგნების ჩართვისა და ასპირანტურის გახსნის შემდეგ, შესაძლებელი გახდა სოციალურ ფსიქოლოგიაში სპეციალიზაციის ოფიციალურად დანერგვა ფაკ-ტზე. ამის საფუძველზე ჩამოყალიბდა სოც. ფსიქოლოგიის კათედრა, რ-ის პირველი ხელმძღვ. გახდა რ. ქვარცხავა (1980). კათედრის პირველ წევრებს შორის იყვნენ: რ. ქვარცხავა; ნ. ბელქანია; შ. აბზიანიძე; რ. საყვარელიძე; მოგვიანებით: რ. ჯორბენაძე და რ. ციცქიშვილი, როგორც მეცნ. კანდიდატები, შეუერთდნენ კათედრას. კათედრა თანდათან გაძლიერდა. შემოუერთდნენ: გ. მაღრაძე; ნ. სუმბაძე; ბ. თაგაური. ახალგაზრდა მეცნ. - მუშაკებს შორის, რ-იც მუშაობდნენ სოციალურ ფსიქოლოგიაში, იყვნენ: ზ. მხეიძე, ნ. ქაჯაია, ე. სოლოღაშვილი. ასპირანტებად განიხილებოდნენ და მოგვიანებით აქტიურად ჩაერთვნენ აკად. სივრცეში: თ. ჯაიანი, თ. მახარაძე, ხ. დოლიძე, ნ. ელიავა, ნ. ლაღიძე, შ. საძაგლიშვილი, ე. ფირცხალავა, ა. ქიტიშვილი, მ. დესპოტაშვილი. კათედრას ხელმძღვანელობდა რ. ქვარცხავა (1980-2002). სანამ ფსიქოლ. ფაკ-ტი სოც. და პოლიტ. მეცნ. ფაკ-ტში გაერთიანდებოდა, კათედრის ხელმძღვ. იყო გ. მაღრაძე (2002-დან). მას შემდეგ რაც ჩამოყალიბდა ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტი, კათედრის ხელმძღვანელობა როტაციის პრინციპით განხორციელდა (2017-დან). ამ პერიოდში ხელმძღვანელებად იყვნენ: ნ. სუმბაძე, მ. დესპოტაშვილი, ა. ქიტიშვილი და ე. ფირცხალავა. სოც. ფსიქოლ. კათედრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დისციპლინის ინსტიტუციურ გაძლიერებასა და აკად. სკოლების ჩამოყალიბებაში თსუ-ში.