სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

თსუ–ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (2005). თსუ-ის სოც. და პოლ. მეცნ. ფაკ-ტი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან აკად. სტრუქტურულ ერთეულს. საზოგადოებრივ მეცნ. სწრაფი განვითარებისა და სპეციალიზ. განათლების მზარდი საჭიროების პასუხად საჭირო გახდა  ფაკ-ტის ოფიც. ჩამოყალიბება (2005),  მისი მიზანია სოციალურ მეცნიერებებში თეორ. და პრაქტ. ცოდნის ინტეგრაცია, კვლევაზე ორიენტირებული სწავლის ხელშეწყობა და თანამედროვე გამოწვევებზე მორგებული სპეციალისტების მომზადება. ფაკ-ტზე ექვსი ძირითადი მიმართულებაა: პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშ. ურთიერთობები,  სოც. და სოციალური მუშაობა,  საზ–ებრივი გეოგრ. ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, ინტერდისციპლინური კვლევები;  ფაკ-ტი სტუდენტებს სთავაზობს: 7 საბაკალავრო,  15 სამაგისტრო და  10 სადოქტორო პროგრამას.  ფაკ-ტზე სწავლობს 2454 სტუდენტი, უმეტესობა სრულ ან ნაწილობრივ სახელმწ. გრანტზე.  სოც. და პოლიტ. მეცნ. ფაკ-ტზე აკად. საქმიანობას ეწევა 66 პროფესორი, მათ შორის: პროფესორი–19; ასოცირებული პროფესორი–39; ასისტენტ პროფესორი–8. ფაკ-ტი დაარსების დღიდან გამოირჩევა აქტ. სასწ.–სამეცნ. საქმიანობით. კერძოდ, გამოიყოფა რამდენიმე ძირითადი სამეცნ. მიმართულება. ფაკ-ტზე ხორციელდება   მიზნობრივი სამეცნ.-კვლევითი პროექტები, რ-შიც ჩართულია როგორც აკად. პერსონალი, ისე სამივე საფეხურის საგანმან. პროგრამის სტუდენტები (2015).  ფაკ-ტზე ასევე  ხორციელდება სახელმძღვანელოების კონკურსი (2016), რომლის მიზანია ფაკ-ტის კურიკულუმში არსებულ სავალდებულო საგნებში ახ. ქართულენოვანი სახელმძღვანელოების შექმნა ან განახლება.  ფაკ-ტზე ყოველწლიურად იმართება საერთაშ. სამეცნ. კონფერენცია (2015-დან) „სივრცე, საზ-ბა, პოლიტიკა“, რ-შიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრები და მეცნიერები. ფაკ-ტზე წელიწადში ორჯერ–შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში–ტარდება სტუდენტური სამეცნ. კონფერენციები, რ-თა შედეგები სამეცნ. სტატიების სახით ქვეყნდება ფაკ-ტზე გამომავალ რეცენზირებად სტუდენტურ სამეცნ. ჟურნალში. ფაკ-ტი ელექტრონულად გამოსცემს Google Scholar-ში ინდექსირებულ სამეცნ. ჟურნ. „გარემო და საზოგადეობა“.