სოსელია სერგო დიანოზის ძე
სოსელია სერგო დიანოზის ძე

სოსელია სერგო დიანოზის ძე (1923, გეგეჭკორის რ–ნი-1993), ჩაირიცხა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტზე (1940),  იბრძოდა სამამულო ომში. სწავლა განაგრძო და წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1946-1950), ასპირანტურა (1950-1953), დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1954), მუშაობდა მეცნ. აკადემიაში, კითხულობდა ლექციებს თსუ-ში (1955), იყო უფრ. მასწავლებელი (1961), მიენიჭა დოცენტის სამეცნ. წოდება (1964), სიცოცხლის ბოლომდე იყო მრეწვ. და სოფლის მეურნეობის ეკონომიკის კათედრის დოცენტი. გამოაქვეყნებული აქვს სალექციო კურსები, სტატიები, მოხსენების თეზისები ქართულ და რუსულ ენაზე.

თხზ.: სოსელია, ს. (1960). საქართველოს სსრ მრეწველობის ძირითადი წარმოებრივი ფონდების გამოყენება. საქართველოს ეკონომისტი №9, გვ. 57-66. თბ.; სოსელია, ს. (1967). სამრეწველო წარმოების ეკონომიკური სტიმულირების სისტემა. თბ., საბჭ. საქართველო.