სორდია ნათია ჯემალის ასული
სორდია ნათია ჯემალის ასული

სორდია ნათია ჯემალის ასული (21.X.1991),  ფსიქოლოგი, ფსიქოლ. დოქტორი, თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი. თსუ-ში მიიღო ფსიქოლ. ბაკალავრის (2013), მაგისტრისა (2016) და დოქტორის (2021) აკად. ხარისხი. მისი სადოქტორო ნაშრომი ეხებოდა შემოქმედებითობის ფსიქოლოგიას სოც. და პიროვნულ კონტექსტში: „შემოქმედებითი პოტენციალიდან მიღწევებამდე: პიროვნებისა და სოციუმის როლი შემოქმედებითობაში“ (2020). მისი კვლევის სფერო შემოქმედებითობის გარდა მოიცავს ინდივიდ. განსხვავებების შესწავლას ისეთი მახასიათებლების მიხედვით, რ-იც არის ნეგატიური შეფასების შიში, უარყოფისადმი მგრძნობელობა, ალექსითიმია, ემოციურ ინტელექტი და შემოქმედებითი სელფი და ა.შ. არის საერთაშ. პუბლიკაციების ავტორი/თანაავტორი, მათ შორის წამყვან აკად. ჟურნალებში (Psychology of Aesthetics, Creativity, and the Arts; Journal of Individual Differences; Swiss Journal of Psychology) გამოქვეყნებული აქვს ისეთი სტატიები, როგორებიცაა: “From Creative Potential to Creative Achievements: Do Emotional Traits Foster Creativity?” (Swiss Journal of Psychology, 78(3–4), 2019); “Psychometric Properties of the Georgian Version of the Grit Scale” (Prizren Social Science Journal, 4(1), 2020); “Beyond the Big Personality Dimensions: Consistency and Specificity of Associations Between the Dark Triad Traits and Creativity” (Psychology of Aesthetics, Creativity, and the Arts, 2020); “Creative Self and Fear of Rejection: The Role of Feedback-Related Individual Characteristics in Creativity” (Journal of Individual Differences, 43(3), 2022); “Rejection Sensitivity” (Elgar Encyclopedia of Personality and Individual Differences). მოპოვებული აქვს კვლევითი გრანტები და სტიპენდიები, როგორც ადგილ. (შოთა რუსთაველის სახ. ეროვნ. სამეცნ. ფონდი), ისე საერთაშ. ფონდებისგან (მათ შორის DAAD-ისა და Coimbra ჯგუფის პროგრამების ფარგლებში). კვლევითი საქმიანობის ფარგლებში, თანამშრომლობს სხვადასხვა უნ-ტებთან (მაგ. გრაცის უნ-ტისა და ფრანკფურტის უნ-ტის კვლევითი ლაბორატორიები). კვლევითი საქმიანობის გარდა, იგი ჩართულია ისეთი პროექტების განხორციელებაში, რ-იც ფსიქოლოგიაში დაგროვილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და მაგ. პროფ. არჩევანის გაკეთების პროცესში მყოფი მოზარდების თვითგამორკვევას უწყობს ხელს. ის ასევე მონაწილეობდა ევროკავშირის საგანმან. პროექტებში (მაგ., DITECH) და იყო ფსიქოლ. სერვისების კოორდინატორი და პრაქტიკოსი სხვადასხვა დაწესებულებაში. ს. ნ. თანამშრომლობს სხადასხვა უნ-ტთან, რ-ც მოწვეული ლექტორი, იგი ასისტენტ პროფესორის პოზიციას იკავებს თსუ-ში, სადაც დაჯილდოვდა მედლით, რ-ც ახალგაზრდა ქალი მეცნიერი აკად. და სამეცნ. საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის (2023).