სონღულაშვილი ნატო ავთანდილის ასული
სონღულაშვილი ნატო ავთანდილის ასული

სონღულაშვილი ნატო ავთანდილის ასული (19.I.1986.  თბილისი), ისტორიკოსი, ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ბაკალავრიატი (2007), მაგისტრატურა (2009), დოქტორანტურა (2012). თსუ-ში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ქართული ერთობა და ეროვნული იდენტობა XX ს-ის პირველ ოცწლეულში“ (2012). სტუ-ის ასისტენტ პრო­ფესორი (2013-2017), ასოცირებული პროფესორი (2017-დან). თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ის ახ. და უახლესი ისტ. განყ-ბის მეცნიერ თანამშრომელი (2013-დან). საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის  ქართ. უნ-ტის ლექტორი (2022-დან). მიღებული აქვს შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის სხვადასხვა გრანტი (2012-2013, 2013-2014, 2015-2018, 2019-2020, 2024-2025, 2025-2027), მათ შორის მფლობელია პრეზიდენტის ახალგაზრდა მეცნ. გრანტის (2012-2013; 2013-2014). ჟურნ. „ქართული წყაროთ­მცოდნეობის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი (2011-დან). საერთაშ. სამეცნ. კონფერენციის კოორდინატორი (2019-2020, 2024-2025). მიღებული აქვს ალ. ჩიკვაიძის სახ. ჯილდო (2021). აქვს გამოქვეყნებული 80-მდე  სამე­ცნ. ნაშ­რომი, მათ შორის 5 მონოგრაფია. ს.ნ.-ს კვლ. ობიექტია საქა­რთვ. ისტ., ქართ.-დასავლური ურთიერთობები, ქართ. ეროვნ. იდენ­ტობა, განათლების ისტორია.

 თხზ.: სონღულაშვილი, ნ. (2010). ქართული ერთობა და მისი იდენტობა XX საუკინის პირველ ოცწლეულში: (პრესის მასალების მიხედვით). უნივერსალი. ISBN 978-9941-12-925-4; სონღულაშვილი, ნ. (2013). ეპოქის გამოწვევა და ეროვნული იდენტობა 1900-1921. უნივერსალი. ISBN 978-9941-22-221-4; სონღულაშვილი, ნ. (2014). საქართველოსა და დას.ავლეთის ურთიერთობის ძირითადი შტრიხები 1991-2000. ISBN 978-9941-22-452-2; სონღულაშვილი, ნ. (2018). საბჭოთა რეჟიმი და ქართული ეროვნული იდეა (1921-1991). უნივერსალი. ISBN 978-9941-26-291-3; სონღულაშვილი, ნ. (2021). საგანმანათლებლო სისტემა საქართვწლოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921). უნივერსალი. ISBN 978-9941-26-949-3