- კატეგორიები: ისტორიკოსი
სონღულაშვილი ავთანდილ ვახტანგის ძე (11. I. 1954. თბილისი), ისტორიკოსი, პროფესორი. დაამთავრა თსუ (1980). ისტორიის მეცნ. კანდ. (1986), ისტორიის მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1995). სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედ. სახელმწ. უნ-ტის დოცენტი (1987-1995), პროფესორი (1995-2006), ამავე უნ-ტის საპროგრამო მიმართ. ისტ. ხელმძღვ. (2005-2006). სტუ-ის პროფესორი (2007-დან). თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის ლაბორანტი, მეცნიერი, უფრ., წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი (1976-2004), მთ. მეცნიერ თანამშრომელი (2004-დან), ახ. და უახლესი ისტორიის განყ-ბის გამგე (2006-დან); კრებ. „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ რედ. (2007-დან). მიღებული აქვს საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის (1998-2000, 2000-2002, 2002-2004, 2005), სტუ-ის (2015-2016, 2018-2019, 2019-2020) და შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის სხვადასხვა სამეცნ. გრანტი (2015-2018, 2025-2027).
ს. ა.-ის კვლევის ობიექტია საქართვ. ისტ., დიპლომატიის, პოლიტ. და საერთაშ. ურთიერთობების საკითხები. მნიშვნელოვანი გამოკვლევები ეკუთვნის საქართვ. ეროვნ. უმცირესობების შესახებ. აღნიშნული პრობლემა შესწავლილია შემდეგ ნაშრომებში: ეროვნ. უმცირესობათა კულტურა საქართველოში (2002), ეროვნ. უმცირესობანი და კონფესიები საქართველოში (2005), ქართ. ენა და ეროვნ. უმცირესობა (2013), საბჭოური პოლიტ. და საქართვ. ეროვნ. უმცირესობა (2018), გერმელები საქართველოში (1995), კაზაკები საქართველოში (2003), ბერძნები საქართველოში (2004). ასევე, ს. ა.-მა შეისწავლა საქართვ. ქალაქისა და სოფლის ურთიერთობების ისტ. ნაშრომში „საქართველოს ქალაქების საგარეუბნო ზონათა ისტორია“ (1997). გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის 37 წიგნი. დაჯილდოებულია საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის მედლით (1986), მიღებული აქვს ალ. ჩიკვაიძის სახ. ჯილდო (2023).
თხზ.: სონღულაშვილი, ა. (2007). აფხაზი თუ აფსუა? უნივერსალი. ISBN 978-99940-965-8-9; სონღულაშვილი, ა. (2009). „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოში?!. ISBN 978-9941-12-817-2; სონღულაშვილი, ა. (2016). ისტორია და თანამედროვეობა. უნივერსალი. ISBN 9789941227936; სონღულაშვილი, ა. (2018). საბჭოური პოლიტიკა და საქართველოს ეროვნული უმცირესობა. უნივერსალი. ISBN 9789941262890; სონღულაშვილი, ა. (2020). სახალხო დიპლომატია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები (თანაავტ.). მერიდიანი. ISBN 9789941258732; სონღულაშვილი, ა. (2021). ისტორიულ, პოლიტიკური, საერთაშორისო ურთიერთობები. უნივერსალი. ISBN 978-9941-33-035-3; სონღულაშვილი, ა. (2025). ისტორიულ-პოლიტიკური ძიებანი. უნივერსალი. ISBN 978-9941-521-32-4.