სოლოღაშვილი ჯემალ ზაქარიას ძე
სოლოღაშვილი ჯემალ ზაქარიას ძე

სოლოღაშვილი ჯემალ ზაქარიას ძე (23.V.1946. მცხეთა, სოფ. ძეგვი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1970). გაიარა ასპირანტურა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის გეოფიზიკის კათედრაზე დედამიწის მაგნეტიზმის სპეციალობით, პროფ. მ. ნოდიას ხელმძღვანელობით (1970-1973). დოც. ლ. ვეკუას მიწვევით, იგი ჩაერთო მარტყოფის პალე­ო­მაგნიტური ლაბორ. კვლევით სამუშაოებში (1975-დან). სადისერტაციო საკვლევი მასალები მოიპოვა მრავალი საველე ექსპედიციის საფუ­ძველ­ზე, რომლის ექსპერიმენტული გაზომვა-დამუშავება ხდებოდა რ-ც მარტყოფის პალეო­მაგნიტურ ლაბორატორიაში, ასევე საკონ­ტროლო ექსპერიმენტები მიმდინარეობდა ლენინ­გრადის ვოეიკოვოს ლაბორატო­რიასა და კიევის გეოფიზიკის ინ-ტის ლაბორა­ტო­რიებში. მისი ხელმძღვანე­ლობით მოეწყო არაერთი სამეცნ. ექსპედიცია. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „საქართვე­ლოს ნეოგენ-ანტრო­პოგენური ვულკანო­გენური წარმონაქმნების პალეომაგნეტიზ­მი“, რის საფუძველზეც მას მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. სამეცნ. ხარისხი (1986). მიენიჭა დოცენტის წოდება (1992). მუშაობდა თსუ-ის ექსპერ. ფიზიკის კათედრის კრიოგენულ ლაბორატორიასა და აზო­ტის გამათხევადებელ საამქროში, შემდეგ მექანიკისა და მოლეკულური ფიზიკის სასწ. ლაბორატორიებში პრეპარატორად, მექანიკოსად, უფრ. ლაბორანტად, ასპირან­ტურის დამთავრების შემდეგ გეოფიზიკის კათედრაზე გეომა­გნე­ტიზმის სასწ. ლაბორ. გამგედ, კათედრის დოცენტად (1964-2007). აკად. თანამდებობის პარალელურად მუშაობდა თსუ-ის სასწ. პროცესის მართვისა და სტუდენტთა რეგისტრაციის სამსა­ხუ­რის უფროსის მოადგილედ და ხელმძღვანელობდა ბაკალავრებისა და მაგისტრების მომზა­დების სტრუქტურისა და შინაარსის განყ-ბას (1996-2007). ამ დროისათვის თსუ-ში მოქმე­დებდა 96 საბაკალავრო, 16 ერთსაფეხურიანი სწავლებისა და 204 სამაგისტრო პროგრამა. მისი ხელმ­ძღვანელობით შეიქმნა და თსუ-ის დიდმა სამეცნ. საბჭომ დაამტკიცა მაგის­ტრა­ტურის პირველი დებულება საქართველოში. მისი პასუხისმგებლობით თსუ-მ გაიარა პირველი აკრედიტაცია საქართველოში (2004). იგი ავტორია საკრედიტო სისტემის შემუ­შავებისა და დანერგვის თსუ-ში და მის ფილიალებში. ის თანაავტორია ბაკალავრებისაგან მასწავლებლად მომზადების ერთწლიანი, 60-კრედიტიანი პროგრამის შემუშავებისა. წლების განმავლობაში მას აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს ქართველ, რუს, უკრ­აინელ, ფრანგ, გერ­მა­ნელ, ესპანელ და მექსიკელ მეცნიერებთან. იგი 125-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორია, რომელთა შორის ოთხი მონოგრაფიაა და ერთი - საცნობარო კრებ. თსუ-ზე. მისი კვლევის საგანია ძირითადად დედამიწის მაგნიტური ველის პალეოვარიაციები, მან ააგო, საქართვ. ნეოგენ-ანტროპოგენური ვულკანური და დანალექი ქანების პალეოდა­მაგნიტებულობის გამოკვლევების საფუძველზე, გეომაგნიტური ველის პოლარობის ცვლი­ლების სკალა და აღნიშნული გეოლოგიური პერიოდისათვის ვირტუალური პალეომაგ­ნიტური პოლუსების მიგრაციის ტრაექტორია. შეიმუშავა ქანების ფორმირების ფარდობითი ასაკის განსაზღვრის მეთოდი. მისი სამეცნ. კვლევების ერთ-ერთ თვალსაჩინო შედეგს წარმოადგენს პატარა დმანისის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩე­ნილი ადამიანის ქვედა ყბის პირველი დათარიღება (1,8·106 წ.) პალეომაგნიტური მეთოდით. მუშაობდა საქართვ. დავით აღმაშნებლის სახ. უნ-ტში პრორექტორად და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად (2007-2009), ხოლო დღემდე მუშაობს (2009-დან) კავკასიის საერთაშ.  უნ-ტში, ამჟამად არჩეულია პროფე­სორად და უკავია ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკ-ტის დეკანის მოადგილის თანამდებობა.