სოხაძე  ვიქტორ
სოხაძე ვიქტორ

სოხაძე  ვიქტორ მოსეს ძე  (18.XI.1950, ქ. ბაქო). ფიზიკოსი.  დაამთავრა თსუ–ის ფიზიკის ფაკ-ტი, ექსპერიმენტალური ფიზიკა (1963-1973). მუშაობდა ე. ანდრონირაშვილის სახ. ფიზ-ის ინ–ტში უმცროსი მეცნ. თანამშრომლის თანამდებობაზე. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1987), (სპეც. ბიოფიზიკა)  „ჰიდრატაცია და მოცულობითი წყლის თვისებები სისტემაში წყალი-ბიოპოლიმერი დაბალტემპერატურული მიკროკალორიმეტრიის მონაცემების მიხედვით“. ფიზიკის ინ–ტი უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2009-დან). მანამდე აბსოლუტური დაბალტემპერატურული კალორიმეტრიის მეშვეობით შეისწავლიდა სითბოტევადობის ტემპერატურულ დამოკიდებულებას (4-273 K) ინტერვალში (1982-1985). მიღებული აქვს საქართვ. ორი პატენტი „დაბალტემპერატურული დიფერენციალური სკანირებადი კალორიმეტრი“ (2008) და „კაპილარული დიფერენციალური მასკანირებადი კალორიმეტრი“(2007). არის სამეცნ. პუბლიკაციების თანაავტორი.