სოხაძე გრიგოლ
სოხაძე გრიგოლ

სოხაძე გრიგოლ ავთანდილის ძე (29.IV.1953 ქ. ქუთაისი), მათემატიკოსი.  თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი  (1992), იყო საქ. მათ. კავშირის სათათბიროსა და საქ. სტატისტიკური ასოციაციის გამგეობის წევრი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწ. პედ. ინ-ტის ფიზ.–მათ. ფაკ-ტი (1974). ფიზ.-მათ. მეცნ .კანდიდატი(1980). იყო თსუ–ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის მეცნ. თანამშრომელი (1974-1975); საქ. მეცნ. აკად. ეკონომ. და სამართ. ინ-ტის მეცნ. თანამშრომელი (1975-1982); ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის მეცნ. თანამშრომელი (1982-1983); ქუთაისის პოლიტექნ. ინ-ტის ჯერ უფრ. მასწავლებელი, შემდეგ კი დოცენტი და კათედრის გამგე (1983-1992); ქუთაისის პოლიტექნ. ინ-ტის უმაღლ. მათ. კათედრის პროფესორი (1992-1995); ქუთაისის პოლიტექნ. ინ-ტის გამო­ყენებითი მათ. და მათ. მოდელირების კათედრის გამგე და პროფესორი (1995-2006); ა. წერეთლის უნ-ტის მათ. დეპარტ. პროფესორი (2006-2009); თსუ–ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი და თსუ–ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის განყ–ების გამგე(2009-2017). იყო საქ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის (2009-2011) და შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის (2013–2016) გამარჯვებული პროექტების სამეცნ. ხელმძღვ. მისი სამეცნ. ინტერესების სფერო მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა სტატისტიკური შეფასებისა და სტოქასტური ანალიზის სხვადასხვა მიმართულებებს, რომელთა შორისაა სტატისტიკური სტრუქტურები და შესაბამისი შემთხვ­ევითი ელემენტის სიგლუვე; მაქსიმალური და საჯერობის პრინციპის ზოგადი ვარიანტი, რ–იც კერძო შემთხვევაში, როდესაც ფაზური სივრცე სასრულ განზო­მ­ი­ლებიანია, იძლევა კლასიკურ თეორიას, ხოლო უსასრულო განზომილებიან შემთხვევაში კი იგება ანა­ლო­გ­იური შეფასებები;  მაქსიმალური და საჯერობის შეფასების ძალდებულების სა­კ­ითხის შესწავლა ნეიმანის მეთოდის საფუძველზე; მიდგომა რ–იც აერთიანებს პარამე­ტ­რულ და არაპარა­მეტრულ მეთოდებს (მათ შორის ე.წ. პენალტის მეთოდი არაპამეტრულ შეფასებებში); განაწილების სიმკვრივისა და რეგ­რესიის ფუნქციის არაპარამე­ტრ­ული გუ­ლ­ოვანი შეფასე­ბები; დეკომპოზიციის პრობლემასთან დაკავშირებული რეგრესიის ფუნქცია და სხვა.