სოფაძე გია სერგოს ძე (10. XII. 1960, თბილისი), გეოგრაფი, ეკოლოგი, გარემოსდაცვითი ექსპერტი, პედაგოგი, გეოგრ. მეცნ. კანდ., დოცენტი. დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ფიზ. გეოგრ. სპეციალობით (1982). მუშაობდა თსუ-ის გეოგრ.-გეოლს ფაკ-ტზე აეროკოსმოსური მეთოდებით ბუნებრივი გარემოს მდგომარეოებების შესწავლის სამეცნ.-კვლ. ლაბორატორიაში მეცნიერ-თანამშრომლად (1982-დან), საქართვ. გეოგრ. კათედრის დოცენტად (1998-2006); თსუ-ში კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა საგანში. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „კოლხური ლანდშაფტების სეზონური დინამიკა“ (1989). ს. გ. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართვ. საავტომობილო გზების დეპარტ., სადაც იყო განსახლებისა და გარემოს დაცვის მიმართულების ხელმძღ. ამ პოზიციაზე მისი საქმიანობა უკავშირდებოდა ინფრასტრუქტურული პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასებასა და რისკების მართვას. ამავდროულად ს. გ. არის არასამთავრობო ორგანიზაცია მდგრადი განვითარების კავშირის „ეკოხედვის“ (EcoVision) დირექტორი (2011-დან). ს.გ. ხელმძღვანელობდა და ექსპერტის სტატუსით მონაწილეობდა არაერთ საერთაშ. თუ ადგილ. პროექტში: ცენტრ. კავკასიის რეგიონის დაგეგმილი დაცული ტერიტორიების შეფასება და ლანდშაფტის შესწავლა (ექსპერტი, 2004-2006, მსოფლიო ბანკი – WB), CITES-ის დებულებებისა და რამსარის კონვენციის მოთხოვნების დასაცავად ეროვნ. კანონმდებლობის შემუშავებისა და სრულყოფის წინაპირობების შექმნა (ექსპერტი, პროექტის კოორდინატორი, 2005-2006), ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული კონვენციების საკონსულტაციო ხელშეკრულება (ექსპერტი, 2007, ბუნების დაცვის საერთაშ. კავშირი – IUCN), ბორჯომი-ბაკურიანის წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლების სისტემების რეაბილიტაცია (ექსპერტი, 2008, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი – EBRD), საქართვ. ბიომრავალფეროვნების ეროვნ. მონიტორინგის სისტემის (NBMS) შერჩეული ინდიკატორების შემუშავება (ექსპერტი, 2008, გერმანიის საერთაშ. თანამშრომლობის საზ-ბა – GIZ), აგრობიომრავალფეროვნების ადაპტაცია საქართვ. მშრალ და ნახევრად მშრალ ლანდშაფტებზე (ექსპერტი, 2011-2012, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი – REC Caucasus), საქართართველოში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზიანებული ტყის ეკოსისტემების აღდგენა (კოორდინატორი, 2011, გაეროს განვითარების პროგრამა – UNDP), ჰაერის ხარისხის სამოქალაქო მონიტორინგი (პროექტის კოორდინატორი, 2014, აშშ-ის საერთაშ. განვითარების სააგენტო – USAID), ეკოტურიზმის რესურსების განვითარების გენერალური გეგმის მომზადება (გარემოს დაცვისა და სტიქიური მოვლენების სპეციალისტი, 2023-2024, შვედეთის საერთაშ. განვითარების სააგენტო-SIDA), აღმ. ევროპის ქვეყნებში გარემოსა და კლიმატის დაცვის შესაძლებლობების გაძლიერება (პროექტის კოორდინატორი, 2023-2024, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო) და სხვ. ს.გ.-ს გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, რ-იც შეეხება ლანდშაფტმცოდნეობისა და გარემოს დაცვის საკითხებს: „ცენტრალური კავკასიონის ზოგადი დახასიათება“ (საქართველოს ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნება: (I ეროვნული კონფერენციის მასალები 1999 წლის 28-29 მაისი, 2000); „Вопросы изучения устойчивости ландшафтов горных территорий“ (კავკასიის გეოგრაფიული ჟურნალი, 2003, N2; არის საქართველოში პირველი ეკოლ. გაზეთის „ზღვისპირეთის“ დამმარსებელი და რედ. (1996-2010), რადიაციული და ტოქსიკური დაბინძურების კომპიუტერული ატლასის შექმნის პროექტის კოორდინატორი. დაჯილდოებულია ღირსების მედლით (2000).
თხზ.: სოფაძე, გ. (თანაავტორი). (1999). საქართველოს ზღვისპირეთის დაცული ტერიტორიები: [ბროშურა]. თბ.: WWF; სოფაძე, გ. (თანაავტორი). (2000). საქართველოს გეოგრაფია. სახელმძღვანელო. თბ.; სოფაძე, გ. (თანაავტორი). (2005). ეკოლოგიური ტერმინოლოგიის ხუთენოვანი განმარტებითი ლექსიკონი. თბ. უნივერსალი, ISBN
ლიტ.: ხარაძე კ. (თანაავტორი). (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., განათლება, ISBN 9992806982.