სხირტლაძე ზაზა ნიკოლოზის ძე
სხირტლაძე ზაზა ნიკოლოზის ძე

სხირტლაძე ზაზა ნიკოლოზის ძე (07. IX. 1957, თბილისი), ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. დაამთავრა  თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1979). იყო ხელოვნებათმცოდნეობის მეცნ. კანდიდატი (1987); ხელოვნებათმცოდნეობის მეცნ. დოქტორი (2003); თსუ-ის დოცენტი (1988) და პროფესორი (2006). მისი საკანდიდატო ნაშრომი იყო: „ბერთუბნის მონასტრის მთავარი ტაძრის მოხატულობა“ (1987), სადოქტორო დისერტაციის თემა კი — „VIII-IX საუკუნეების ქართული მონუმენტური ფერწერის ძირითადი საკითხები. თელოვანის ჯვარპატიოსანი და გარდამავალი ხანის მხატვრული ტენდენციები“ (2003). იყო გელათის მეცნ. აკად. წევრი (2010-დან); ევრ. აკად. წევრი (2022-დან); საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (2024-დან); გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნ. ისტ. ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (1979-2004); თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის კავკასოლოგიის კაბინეტის გამგე (1987-1998); თბილ. სას. აკად. პროფესორი (1988-2009); თბილ. სას. აკად. ქრისტ. ხელოვნ. კათედრის გამგე (1999-2009); საქართვ. საპატრიარქოს საეკლესიო ხელოვნ. კვლევის ცენტრის ხელმძღვ. (2003-დან); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ხელოვნებათმცოდნეობის ინ-ტის ხელმძღვ. (2009-დან); გარეჯის კვლევის ცენტრის თავ-რე (1996-დან); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ხელოვნებათმცოდნეობის ინ-ტთან არსებული ქართ. ხელოვნ. კვლევის ცენტრის ხელმძღვ. (2015-დან); ქართ. საეკლესიო-საენციკლოპედიო ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი; საქართვ. ეკლესიის ენციკლოპედიის რედ. (ხელოვნ. მიმართულება, 2006-დან); შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის სამეცნ. საბჭოს წევრი (2007-2011); თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის სამეცნ. ჟურნ. „ჰუმანიტარული კვლევები. წელიწდეული“ რედაქტორი (2008-2018); გელათის მეცნ. აკად. შრომების რედაქტორის მოადგილე (2015-დან); „საისტორიო კრებულის“ ერთ-ერთი გამომცემელ-რედ. (2012-დან); სხვადასხვა ადგილ. და საერთშ. სამეცნ. პერიოდული გამოცემის რედკოლეგიის წევრი (1990-დან).

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): სხირტლაძე, ზ. (1985). საბერეების ფრესკული წარწერები. თბ., მეცნიერება; სხირტლაძე, ზ. (2008). ადრეული შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობა: თელოვანის ჯვარპატიოსანი და მისი ფრესკები. თბ., ნეკერი, ISBN: 9789941404344; სხირტლაძე, ზ. (თანაავტორი). (2011). მოხატული ისტორიული დოკუმენტები. თბ., ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი, ISBN: 9789941035500; სხირტლაძე, ზ. (თანაავტორი). (2019). მასალები ანისის წმინდა გრიგოლის ეკლესიის მოხატულობის შესწავლისთვის. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941138478; სხირტლაძე, ზ. (თანაავტორი). (2020). ანისი და საქართველო: ტ. 1-3.  თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941139147; სხირტლაძე, ზ. (თანაავტორი). (2022). ქრისტოფორო კასტელი და საქართველო. თბ., სეზან ფაბლიშინგი, ISBN: 9789941843204; სხირტლაძე, ზ. (თანაავტორი). (2022). მცირე სვინაქსარი, ფოტოტიპიური გამოცემა. თბ., ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი, ISBN: 9789941981111; სხირტლაძე, ზ. (2023). სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტრის ექვსკარედი ხატი. ლიტურგიკული კალენდარი ბიზანტიურ და ქართულ ხელოვნებაში: ტ. 1-2. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941361449; სხირტლაძე, ზ. (თანაავტორი). (2024). ლეჩხუმის ეკლესია-მონასტრები და სამღვდელოება 1820-იან წლებში: საარქივო მასალები. თბ., ნეკერი, ISBN: 9789941868351.