-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
სხირტლაძე ვაჟა სერგოს ძე (05.I.1948, თბილისი-04.X.2012), ფიზიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი თეორ. ფიზიკის სპეციალობით (1971) და მოსკოვის ატომური ენერგიის ინ-ტის ასპირანტურა (1974). ს. ვ.-ს მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. წოდება სადისერტაციო ნაშრომზე: „Некоторые вопросы теории ядерных систем на примерах трехнуклонной задачи и задачи p 4He--рассеяния в области (3.3) резонанса” (1981). მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტთან არსებულ მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის პრობლემურ ლაბორატორიაში (1974-დან), რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბებულ თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (მეფი) განაგრძო მუშაობა უფრ. მეცნიერ-თანამშრომელის პოზიციაზე (1980-2012). ს. ვ იყო მრავალი ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებისა და საგრანტო პროექტის მონაწილე. არის რამოდენიმე ათეული სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რ-იც გამოქვეყნებულია საბჭ. და საერთაშ. მაღალ რეიტინგულ სამეცნ. ჯურნალებში, მაგ.: „Расчет трехнуклонной задачи на основе интерполяционного подхода“ (ЯФ, т. 25, 2, 281-287, 1977); „π 4Не-рассеяние в области (3.3)-резонанса и вопросы теории многократного рассеяния“ (ЯФ, т. 30, 5(II), 1249-1257, 1979); „π 4Не-рассеяние в области (3.3)-резонанса и некоторые вопросы теории многократного рассеяния“ (ЯФ, т. 32, 5(II), 1267-1275, 1980); „A simple approach to the description of barions on the basis of Salpeter equation“ (GESJ Phys. 2, 57-86, 2013). სამეცნ. საქმიანობასთან ერთად ს. ვ. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე, შემდგომ ზუსტ და საბუნებისმერტყველო მეცნ. ფაკ-ტზე კითხულობდა ლექციათა სხვადასხვა კურსს (ბირთვული ფიზიკა, ველის ქვანტური თეორია, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენება). ს. ვ. აქტიურად თანამშრომლობდა (1971-1981) საერთაშ. სამეცნ. ცენტრებთან: თეორ. და ექსპერ. ფიზიკის ინ-ტი (მოსკოვი); ი. კურჩატოვის სახ. ატომური ენერგიის ინ-ტი (მოსკოვი); მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ბირთვული ფიზიკის სამეცნ. კვლევით ინ-ტი და ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტი (JINR, რუსეთი). თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის გამოყენებითი ბირთვული ფიზიკის კათედრაზე ს. ვ. ასრულებდა სახელშეკრულებო სამუშაოებს (1983-1986): „მეტასტაბილური ნაწილაკების ურთიერთქმედება ატომებთან და მოლეკულებთან“ (თემები №№ 188/83, 275/84, 360/86). სამეცნ. და პედ. მოღვაწეობის პარალელურად აქტიურად იყო ჩართული საზ. საქმიანობაში (1991-2006): თბილ. კრწანისის რ-ნის საკრებულოს წევრი (1991-95); საერთაშ. ენერგეტ. ცენტრის „ენეკო“ ექსპერტი (1995-2001); UNDP-ის და FONDEM-ის საგრანტო პროექტის „№1 სკოლა-ინტერნატის დაქვეითებული მენტალიტეტის მქონე ბავშვებისათვის მზის საცდელი სადგური" (მზის კოლექტორები და ფოტოგარდამქნელები) წევრი (1996-98); ამერ. პროექტის „NRG Systems Logger 9200 Plus ტიპის ელექტრონული გამზომი (20-მეტრიანი) კოშკის დამონტაჟება“ წევრი საქართვ. პირველად, მთა საბუეთზე (შემდეგ ქუთაისსა და ფოთში) ქარის მონაცემთა შეგროვება და დამუშავება (1996-99); UNESCO-ს ეგიდით სხვადასხვა საერთაშ. სემინარების და კონფერენციების საორგანიზაციო კომიტეტების წევრი და მონაწილე (1996-98): "Regulation, Institutional Framework and Tariffs in the Electricity Sector"; "High-Level Expert Conference – Prospects of Sustainable Development in Southern Georgia"; "Solar Forum – Business and Investment for the World Solar Progamme 1996-2005"; სახელშეკრულებო სამუშაოების (1998-1999) მონაწილე: საქართველოში მოქმედ TACIS-ს ენერგოეფექტურობის ცენტრთან (მზე, ქარი) და "Burns and Roe Enterprises, Inc."-ის საქართვ. წარმომადგენლობასთან; საქართვ. ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების საკითხებთან დაკავშირებით საქართვ. პარლამენტში გამართულ ღია მოსმენებზე მოხსენებით გამოსვლები (1998-99); ასოციაციის "მდგრადი განვითარება" ერთ-ერთი დამფუძნებელი (1999); პროექტების წევრი (1999-2000): „სსიფ-ის მიერ შემუშავებული მიკროპროექტების სოციალური შეფასება”; ”United Nations Volunteers პროექტის "ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული ქალების სოციალური მდგომარეობა" საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გამოკითხვის შედეგების სტატისტ. დამუშავება-ანალიზი; ამერ. ფონდის “ევრაზია” საგრანტო პროექტის “საქართვ. ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების სფეროში კერძო მეწარმეობის განვითარების ხელშესაწყობად” მონაწილე (2000-2001); მეცნ. მსოფლიო ფედერაციის სტიპენდიების ნაციონ. პროგრამის საგრანტო დაფინანსებით შესრულებული ნაშრომის “The Prediction of a Wind Behavior and Financial Analysis for Expediency of Wind Station Construction on Mta-Sabueti” თანაავტორი (ი. ჩაჩხუნაშვილთან ერთად); “სოროსის საერთაშ. საგანმან. პროგრამების” ეგიდით “საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა და ასპირანტთა სამეცნიერო კონფერენცია-კონკურსის” (2000-2001) ჟიურის წევრი (2000) და ჟიურის თავ-რე (2001-2004); ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” კონკურსის “მე-ახალგაზრდა მეცნიერი”, ჟიურის წევრი (2001) და ჟიურის თავ-რე (2002-2004 ); მეცნ. კონსულტანტი ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების დარგში (2002-2006) (მზე, ქარი, მცირე ჰიდროენერგეტიკა, “თბილავიამშენი”); საქართვ. დ. აღმაშენებლის სახ. თავდაცვის ეროვნ. აკად. სასწ. პროცესის დაგეგმვისა და ხარისხის მართვის სექტორის უფრ. (2004-2005); ს. ვ.-ს მიღებული აქვს ახალგაზრდა მეცნიერთა საუნივერსიტეტო პრემია (1981).