-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი მათემატიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
სხირტლაძე ნუგზარ მიხეილის ძე (1944-25.I.2025, თბილისი) ფიზიკოსი, მატემატიკოსი. თსუ-ის კათედრის გამგე (2000), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი. დაამთავრა: საშ. სკოლა ოქროს მედალზე (1961); თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი, თეორ. ფიზიკის სპეციალობით (1961-1966); თსუ-ის ასპირანტურა (1966-1969). სხვადასხვა დროს იყო: თსუ-ის მყარი სხეულების ფიზიკის კათედრის ლაბორანტი, ასპირანტი და შემდეგ უფრ. ლაბორანტი (1965-1972); თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (1972-1993). მინიჭებული აქვს: მათ. დოქტორთან გათანაბრებული ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. სამეცნ. ხარისხი, გამოთვლითი მათემატიკის სპეციალობით, უფრ. მეცნიერ-თანამშრომლის წოდება გამოყენებითი მათ. სპეციალობით და დოცენტის სამეცნიერო-პედ. წოდება. იყო თსუ სასწ.-მეთოდური სამმართველოს უფრ. (1994-2006), შედეგ საქართვ. დავით აღმაშენებლის სახ. უნ-ტის რექტორის მოადგილე სასწ.-სამეცნ. დარგში (2006-2007). იყო კავკასიის ბიზნესის სკოლის დამფუძნებელ კონსცორციუმში კოორდინატორი თსუ-ის მხრიდან (1998-2003), მონაწილეობდა კავკასიის უნ-ტის ორგანიზებაში (2004-2007), როგორც ერთ-ერთი დამფუძნებელი. გარდაცვალებამდე მუშაობდა კავკასიის უნ-ტში (2007-2025): იყო ვიცე-პრეზიდენტი სასწ. დარგში, პროფესორი და მათ. კათედრის ხელმძღვ. მისი სამეცნ. ინტერესების სფეროს წარმოადგენდა საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერების აქტუალური პრობლემების მათ. მოდელირების მეთოდებით კვლევა. ის არის ავტორი (თანაავტორი) 80-ზე მეტი ნაშრომისა. მათ შორის ორი მონოგრაფიის, 8 სახელმძღვანელოსი და ორი დამხმარე სახელმძღვანელოსი. მისივე ინიციატივით და ხელმძღვანელობით გამოიცა ფრანგ. მოდერნისტული პოეზიის ორენოვანი ანთოლოგია, რომელშიც ოთხი პოეტის თითოეულ ფრანგულ ლექსს ერთვის საუკეთესო ქართ. თარგმანები. ის იყო მის მიერ თსუ-ში დაარსებული მათ. მოდელირების კათედრის გამგე (2000-2006). მისი ხელმძღვანელობით მომზადდა 5 ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. და 8 მაგისტრი ინფორმატიკის, გამოყენებითი მათ. და მათ. მოდელირების სპეციალობებით, ხელმძღვანელობდა 5 საერთაშ. სამეცნ. გრანტის შესრულებას. ს. ნ. არის: ღირსების ორდენის კავალერი (1998); თსუ-ის სამეცნ. პრემიის ლაურეატი (2002) და თსუ-ის ახალგაზრდა მეცნ. პრემიის ლაურეატი (1977). არჩეული იყო საქართვ. მეცნ. და სპეციალისტთა ასოციაციის პრეზიდენტად (2012).
თხზ.: სხირტლაძე, ნ. (თანაავტროი). (2000). მოდელირება წინადადებათა ლოგიკის ენაზე: მეთოდ. მითით. უნ-ტის სტუდ. თბ., უნ-ტის გამ-ბა; სხირტლაძე, ნ. (2000). გამოყენებითი მათემატიკის საწყისები: სახელმძღვ. უნ-ტის სტუდ.-თვის. თბ., უნ-ტის გამ-ბა; სხირტლაძე, ნ. (თანაავტროი). (2003). გამოთვლითი მათემატიკის საფუძვლები: ნაწ.1: ცდომილებათა თეორია: წრფივი ალგებრა: არაწრფივი განტოლებები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; სხირტლაძე, ნ. (თანაავტროი). (2005). გამოთვლითი მათემატიკის საფუძვლები: ნაწ. 2: ფუნქციათა ინტერპოლება და აპროქსიმაცია: რიცხვითი გაწარმოება: რიცხვითი ინტეგრება. თბ., უნ-ტის გამ-ბა.