-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
სირბილაძე რუსუდან ოთარის ასული (1958, თბილისი). დაამთავრა აგრარული უნ-ტი ეკონ. სპეც-ით (1981), სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული ეკონ. ინ-ტის ასპირანტურა (1984-1989). დაიცვა საკანდ. დისერტაცია და მიენიჭა ეკონ. მეცნ. კანდ. წოდება. ს. რ. მუშაობდა აგრარული უნ-ტის საერთაშ. ეკონ. კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე (1992), საქართვ. პურპროდუქტების სამინისტროს ინფორმაციის მიღების და გაშვების განყ-ბის უფრ. (1978-1995). იყო საქართვ. კოოპერატიული ინ-ტის პრორექტორი სასწ.-სამეცნ. დარგში (1995-2005), საქართვ, ეკონ. და სამართ. ინ-ტის რექტორი და ასოცირებული პროფესორი (2005-2006), საქართვ. ეკონ. და სამართ. სასწ. უნ-ტის დირექტორის მოადგილე სასწ.-სამეცნ. დარგში (2006-2010), თსუ-ის ტურიზმის სკოლის სასწ. პროცესის მართვის ცენტრის უფრ. (2010-2020), მოწვეული პროფესორი (2020-2023). ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის თეორ. ეკონ. კათედრის ასისტენტ-პროფესორი (202-დან), ასოცირებულ პროფესორად მუშაობს თანამედროვე კომპიუტერულ პროგრამებში. ს. რ. არის 67 სამეც. ნაშრომისა და 3 სახელმძღვანელოს ავტორი.
თხზ.: სირბილაძე, რ. (2004). მარკეტინგი. თბ., ISBN 9992808942; სირბილაძე, რ. (2010). ეკონომიკა. თბ. პოლ.მაქსი, ISBN 9789941026591.