-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი მათემატიკოსი
სირბილაძე გია გურამის ძე (01.V.1959 სოფ. თორტიზა, გორის მუნიციპ.), ინფორმატიკოსი. თსუ-ის პროფესორი (2006), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (2005). დაამთავრა თსუ–ის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათ. ფაკ-ტი (1981).იყო თსუ–ის შეთხვევით პროცესთა თეორიის კათედრის ასისტენტი (1981-1991); იგივე კათედრის დოცენტი (1991-2006). არის თსუ–ის გამოყენებით ინფორმატიკის კათედრის პროფესორი და კათედრის გამგე (2006-დან). დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით (2013). მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ინფორმატიკის შემდეგ სფეროებს: განუზღვრელობისა და უზუსტობის ანალიზი რთული სისტემების მოდელებში; ფაზი-ტექნოლოგიები გადაწყვეტილების მიღების მრავალკრიტერიუმიან სისტემებში; ექსტრემალურ ფაზი-დინამიკური სისტემების კონტროლი, ფილტრაცია და იდენტიფიკაცია; ფაზი-დისკრეტული ოპტიმიზაცია საგანგებო მენეჯმენტში. ბოლო წლების განმავლობაში მისი ხელმძღვ. შესრულდა 10-მდე ადგილობრივი და საერთაშ. საგრანტო პროექტი. იგი არის რამოდენიმე საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. რედკოლეგიის წევრი: Mathematics; Advancesin Artificial Intelligence and Machine Learning; Journal of Fuzzy Extension & Applications; Journal of Advancesin Artificial Intelligence; Journal of Soft Computing and Artificial Intelligence; International Journal of Advanced Research and Publications; Journal of Advancesin Artificial Intelligence and Machine Learning, ასევე რამოდენიმე სამეცნ. საზ-ბის წევრი: IEEE, IFSR, MCDM. მის მიერ შესრულებულია 250-მდე სამეცნ. ნაშრომი, რ–ებიც გამოქვეყნებულია საერთაშ. სამეცნ. ჟურნ.: „Associated Probabilities’ Aggregationsin Interactive MADM for q-Rung Orthopair Fuzzy Discrimination Environment, International Journal of Intelligent Systems, 35(3) (2020) 335-372“, „Associated Statistical Parameters Aggregationsin Interactive MADM, Mathematics, 2023, 11, 1001“, „Possibility simulation based interactive fuzzy MAGDM underdiscrimination q-rungpicture linguisticin formation. Applicationineducationalprogramsefficiencyevaluation, Engineering Applications of Artificial Intelligence, (2023), 123, Part A, 106278. ასევე ერთი მონოგრაფია Springer-ის გამოცემით: Gia Sirbiladze, Extremal Fuzzy Dynamic Systems. Theory and Applications. IFSR International Series on Systems Science and Engineering, Springer, New York-Heidelberg- Dordrecht-London, 422 p.28, 2013. მისი ციტირების ინდექსი შეადგენს ორი ათასზე მეტს. მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია 5 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია.