სირაძე რევაზ გიორგის ძე
სირაძე რევაზ გიორგის ძე

სირაძე რევაზ გიორგის ძე (03.VI.1936, ქ. ოზურგეთი — 4.VIII.2012, ქ. ქობულეთი. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში) პედაგოგი, ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, კრიტიკოსი. სწავლობდა ოზურგეთის ვაჟთა სკოლაში (ამჟამად ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლა, 1953). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1953-1959). იყო თსუ-ის ძვ. ქართ. ლიტერატურის ისტორიის კათედრის ასისტენტი (1962–1966), დოცენტი (1968–1978), პროფესორი (1978); იყო წმ. ანდრია მოციქულის სახ. ქართ. უნ-ტის პროფესორი (2008-დან); რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის რუსთველოლოგიური კვლევის ცენტრის მთ. მეცნიერ-თანამშრომელი. არის ავტორი ნაშრომებისა: „ქართული ესთეტიკური აზრის ისტორიიდან“ (1987); „ლიტერატურულ–ესთეტიკური ნარკვევები“ (1987); „ქართული აგიოგრაფია“ (1987); „სახისმეტყველება“ (2000); „კულტურა და სახისმეტყველება“ (2008). გადაეცა ღირსების ორდენი (1998) და პრემია „საგურამო (2006). კ. კეკელიძე იყო მისი ხელმძღვ. როგორც სადიპლომო, ასევე საკანდიდატო დისერტაციებზე მუშაობისას. სადოქტორო დისერტაციის თემა იყო: ძველი ქართული ლიტერატურულ-ესთეტიკური აზრის განვითარება ( V-XIII სს.) (1976). არჩეულ იქნა საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. წ.-კორ. (2008), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი.

თხზ.: სირაზე, რ. (1987). ლიტერატურულ-ესთეტიკური ნარკვევები. თბ., განათლება; სირაზე, რ. (2000). ქართული კულტურის საფუძვლები. თბ., უნ-ტის გამ-ბა. ISBN: 99928-77-50-2; სირაზე, რ. (2000). ქართული კულტურის საფუძვლები. თბ., უნ-ტის გამ-ბა. ISBN: 99928–77–50–2; სირაზე, რ. (2001). ქართული აგიოგრაფია: სასკოლო საკითხავი. თბ., უნ-ტის გამ-ბა: უნივერსალი. ISBN: 99928-859-6-3.