-
ავტორი
- კატეგორიები: ხელოვნებათმცოდნე
სიმონიშვილი ნინო მიხეილის ასული (07. III. 1956, თბილისი), ხელოვნებათმცოდნე, თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის ხელოვნ. ისტ. და თეორიის ინ-ტის ასოცირებული პროფესორი (2020). დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი ხელოვნ. ისტ. სპეციალობით (1981); ასპირანტურა (1986); თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. მე-2 სამუსიკო სასწ. ფორტეპიანოს განხრით (1975). მისი სადისერტაციო ნაშრომი იყო: „ყინწვისის ღვთისმშობლის ეკლესიის მოხატულობა“ (1994). არის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1994); ვაშინგტონის ეროვნ. გალერეის ნატიფი ხელოვნ. სამეცნ. ცენტრის (პ. და ა. მელონის სამეცნ. ფონდის) მკვლევარი (2018, 2010, 2009); სტამბოლის კოჩის უნ-ტის ანატოლიის ცივილიზაციის სამეცნ. ცენტრის მიწვეული მეცნიერი (2017, 2008); საქართვ. ხალხ. და გამოყენებითი ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმის ვიზუალური ხელოვნ. საერთაშ. ცენტრის დირექტორი (2018-2015); საქართვ. ეროვნ. მუზეუმისა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის ერთობლივი საერთაშ. სამცნ. პროექტის ხელმძღვ. (2013-2008); ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის შუა სს დეპარტ. (ა. მელონის სამეცნ. ფონდის) მკვლევარი (2007-2006); მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიან უნ-ტის არქეოლ. და ხელოვნ. ისტორიის დეპარტ. ფრაიბურგის ალბერტ-ლუდვიგ უნ-ტის ხელოვნ. ისტორიის კათედრის (ა. ფ. ჰუმბოლდტის სამეცნ. ფონდის) მკვლევარი (2006, 1997-1996); ნიუ-იორკის უნ-ტის ნატიფი ხელოვნ. ინ-ტის (უ. ფულბრაიტის გაცვლითი პროგრამების ფონდის) მკვლევარი (2005-2004); თსუ-ის ისტ. ფაკ-ტის ხელოვნ. ისტ. და თეორიის კათედრის დოცენტი (2004-1995); კარლსრუეს დიზაინის აკადემიის ხელოვნ. ისტ. ინ-ტის (გ. ჰენკელის ფონდის) მკვლევარი (1999-1998); თსუ-ის ხელოვნ. ისტ. და თეორიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი (1995-1990); თსუ-ის ხელოვნ. ისტ. და თეორიის კათედრის ლექტორი (1990-1986); გადაცემა „პიკის საათის“ რედ. და წამყვანი; ფესტივალ „ევროპალია საქართველოს“ გამოფენის: „საქართველო შეხვედრების ადგილი“ კურატორი (ბერნარდ კულიესთან ერთად, ბელგია); ბრიუსელის ისტ. და ხელოვნ. სამეფო მუზეუმის (2024-2023) და ამერიკის მუზეუმების ალიანსის წევრი (2016-დან); ამერიკის შუა სს აკადემიის წევრი (2011); საქართვ. ეროვნ. მუზეუმის სამეცნ. საბჭოს წევრი (2013-2008); თსუ-ის ხელოვნ. ისტ. და თეორიის კათედრის ჟურნ. „ხელოვნებათმცოდნეობა“ რედ. და გამომცემელი (ი. არსენიშვილთან და ზ. სხირტლაძესთან ერთად, 2005-2003). დაჯილოდებულია საქართვ. განათლების სამინისტროს ოქროს მედლით საუკეთესო სამეცნ. ნაშრომისთვის (2003) და სსრკ განათლების სამინისტროს ოქროს მედლით საუკეთესო სტუდენტური სამეცნ. ნაშრომისთვის (1979). მისი ნაშრომებია: „From object as a ’museum’ to a museums object: The social life of the Khakhuli Triptych. Proceedings of the 34th World Congress in Art History“ (The Commercial Press, Beijing, 2019, China, vol.4,); „Images of Identity at the Edge of Empires: The Visual Concept of Power in Medieval Georgia in the Second Half of the 10th Century“ (Transmissions and Translations in Medieval Literary and Material Culture“, Brill publication series: Art and Material Culture in Medieval and Renaissance Europe, 2022, Volume 17).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): სიმონიშვილი, ნ. (2023). A Story of Encounters. Georgia’s Cultural, Artistic, and Historical Heritage. Hannibal Books, Brussels, ISBN: 978946466670; სიმონიშვილი, ნ. (2024). Les Beaux-Arts Géorgiens à la Croisée des Civilisations et des Époques. Le Géorgie à la Croisée des Cultures. Tb., Mtsignobari, ISBN: 9789941514616 ; სიმონიშვილი, ნ. (2025). The Syncretism of Regal Images in Georgia. The Medieval Mediterranean between Islam and Christianity: Crosspollinations in Art, Architecture, and Material Culture. The American University in Cairo Press, ISBN: 9781649031877.