-
ავტორი
- კატეგორიები: მხატვარი ასოცირებული პროფესორი
სილაგაძე ლევან აპოლონის ძე (09.V.1962, თბილისი), მხატვარი, ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკად. სახვითი ხელოვნ. ფაკ-ტი (1986). იყო საქართვ. მხატვართა კავშირის წევრი (1986); თბილ. სატირისა და იუმორის თეატრის მთ. მხატვარი (1988-1990); გამომც. „სამშობლოს“ მხატვარი (1992-1994); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის სახვ. ხელოვნ. მასწავლებელი (2004-2006); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ასისტენტ პროფესორი (2006-2009); ასოცირებული პროფესორი (2009); ვიზუალური ხელოვნ. ინ-ტის ხელმძღვ.; სახვ. ხელოვნ. კათედრის გამგე (2012). ჰქონდა პერსონალური გამოფენები როგორც საქართვ-ში, ისე საზღვარგარეთ: თბილ. ხელოვნების საერთაშ. ცენტრში, ჯანაშიას სახ. მუზეუმში (1998); გალერეა „ჰობიში“ გამოფენა-პროექტი „დასავლეთი და აღმოსავლეთი - მზერა კავკასიიდან“ (2001); გალერეა „უნივერსში“ (2002); „ახალ გალერეაში“ (2002); „ბაია გალერეაში“ (2004); პროკრედიტ ბანკის საგამოფენო დარბაზში-სერიალის „ქართული კლასიკური ლიტერატურა“ ილუსტრაციების გამოფენაში (2007); თბილ. თოჯინების მუზეუმის საგამოფენო დარბაზში (2009); უნ-ტის საგამოფენო დარბაზში (2012); გალერეაში „ანტიგონე“ (ანკარა, თურქეთი, 2012); გალერეაში „აფროდისიასი“ (იზმირი, თურქეთი, 2014 - 2015); მერსინში (თურქეთი, 2015); თსუ-ის საგამოფენო დარბაზში (2018); სნინაში, სლოვაკეთში, მერიის მუნიციპ. სასახლის საგამოფენო დარბაზში (2018); ბრატისლავაში, სლოვაკეთში, ა. სმოლაკის გალერეაში (2019); სნინაში, სლოვაკეთში, მუზეუმების დღისადმი მიძღვნილ პერსონალურ გამოფენაზე (2024). ს. ლ-მ მონაწილეობა მიიღო 100-მდე ჯგუფურ გამოფენაში, ვორქშოპსა და პლენერში საზღვარგარეთ და საქართველოში (1984-2025). იყო თსუ-ის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშ. სიმპოზიუმის „განათლება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სფეროში-ტრადიცია და თანამედროვე პრობლემატიკა“ სიმპოზიუმის კოორდინატორი (2018), თსუ-ის ვიზუალური ხელოვნ. ინ-ტის მიერ ჩატარებული I საერთაშ. სიმპოზიუმის „სახვითი ხელოვნება – ტრადიცია, შესაძლებლობები და გამოწვევები“ (მიეძღვნა დ. კაკაბაძის 135-ე წლისთავს) სიმპოზიუმის კოორდინატორი (2024); თსუ-ის ვიზუალური ხელოვნ. ინ-ტის მიერ ჩატარებული I საერთაშ. სიმპოზიუმის „სახვითი ხელოვნება – ტრადიცია, შესაძლებლობები და გამოწვევები“ (მიეძღვნა ი. ფარჯიანის 75-ე წლისთავს) სიმპოზიუმის ორგანიზატორი (2025). ს. ლ-მა შეასრულა 300-ზე მეტი ფერადი ილუსტრაცია ქართვ. მწერალთა ნაწარმოებებისთვის - სერია „საყმაწვილო ბიბლიოთეკა“ (გამოცემულია 32 ტ., 2006-2011); შეასრულა 400-მდე ფერადი ილუსტრაცია სერიისათვის „საქართველოს ილუსტრირებული ისტორია“ (გამოცემულია 30 ტ., 2013-2017); 70-მდე ილუსტრაცია 3D სერიისთვის (2013-2015); შეასრულა 150-მდე ილუსტრაცია უცხოელ მწერალთა ნაწარმოებებისთვის - სერია „პალიტრა კლასიკა“ (2017-2023).
თხზ.: სილაგაძე, ლ. (2018). ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები, ჩანახატები და მხატვრული რეკონსტრუქციები. თბ., ნეკერი. ISBN9789941479069; სილაგაძე, ლ. (2022). ელექტრონული ილუსტრირებული სალექციო კურსების კრებული 2. „სახვითი ხელოვნება“ (ვიზუალური მასალის ნაწილი შექმნილია უშუალოდ ავტორის მიერ); სილაგაძე, ლ. (2025). ფერწერა, გრაფიკა, ილუსტრაცია, მხატვრული რეკონსტრუქცია:[ალბომი, მონოგრაფია]. თბ., ნეკერი. ISBN 9789941479069.