სილაგაძე ავთანდილ ნოდარის ძე
სილაგაძე ავთანდილ ნოდარის ძე

სილაგაძე ავთანდილ ნოდარის ძე (05.II.1954, ცაგერი), ეკონომისტი, პროფესორი. დაამთავრა  თსუ-ის ეკონომიკის ფაკ-ტი, ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობით (1977), ასპირანტურა (1980), აგრეთვე, ილია ჭავჭავაძის სახ. თბილ. უცხო ენათა სახელმწ. პედ. ინ-ტი, გერმ. ენის სპეციალობით (1988), დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: «Эволюция некоторых буржуазных концепций экономических кризисов в современных период: (критический анализ)» და მიენიჭა ეკონომიკის მეცნ. კანდ. წოდება (1980), სადისერტაციოა თემის ”Развитие промышленного цикла в современной системе ГМK” დაცვის შემდეგ კი მიენიჭა  ეკონომიკის მეცნ. დოქტორის წოდება (1989). იყო თსუ-ის დოცენტი (1986). არის თსუ-ის პროფესორი (1992), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწ. უნ-ტის საპატიო დოქტორი (2022),  საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი მეცნ. და ტექნიკის დარგში (2004),  საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის წ.-კორ. (2001) და ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი (2013-დან), განათლების, მრეწვ. და ხელოვნების საერთაშ. აკადემიის წევრი (აშშ, კალიფორნია, 1996-დან); რუსეთის ფედერაციის ეკონომიკურ მეცნ. და სამეწარმეო საქმიანობის საერთაშ. აკადემიის აკადემიკოსი (1997-დან), თსუ-ის ეკონომიკის ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1982-1986), დეკანი (1986-1992), საქართვ. კონტროლის პალატის თავ-რე (1992), საქართვ. სახელმწ. ქონების მართვის მინისტრი (1992-1998), საქართვ. VI მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008), თსუ-ის რექტორის მოადგილე (1998-2005), თბილ. საერთაშ. ურთიერთობების უნ-ტის (შემდგომში უმაღლ. სასწავლებელი „ჯორჯია“) სრული პროფესორი (2009-2013), თსუ-ის საერთაშ. ეკონ. და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ხელმძღვ., პროფესორი (2004-2006; 2014-2025),  თსუ-ის აკად. საბჭოს წევრი (2016-2024), შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის საბჭოს წევრი (2015-2016), საქართვ. განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (2022-დან). ს. ა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001), ივანე ჯავახიშვილის (2024), ფილიპე გოგიჩაიშვილის (2022), თსუ-ის ოქროსა (2021) და პაატა გუგუშვილის სახ. მედლებით (2019). ს. ა. ავტორი და თანაავტორია მნიშვნელოვანი შრომებისა ეკონომიკის კუთხით: „ეკონომიკა“ (2001, 2002); საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა“ (2001, 2021); „ეკონომიკური ლექსიკონი“ (2001); „მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები“ (2003); „სწავლული ეკონომისტები-ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორები საქართველოში“ (2004); „ბუღალტრული აღრიცხვის განმარტებითი ლექსიკონი“ (2005); ეკონომიკური დოქტრინები“ (2010).

ხზ.: სილაგაძე, ა. (თანაავტორი). (2005). ბუღალტრული აღრიცხვის განმარტებითი ლექსიკონი. თბ, ISBN: 9994074687; სილაგაძე, ა. (თანაავტორი). (2006). მიკროეკონომიკსი: სახელმძღვანელო. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9994061518; სილაგაძე, ა. (2007). ეკონომიკური დოქტრინების შუა საუკუნეებში. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941120169; სილაგაძე, ა. (2008). ლიბერალური ეკონომიკური დოქტრინების წარმოშობა. თბ., ინოვაცია, ISBN: 9789941010071; Silagadze, A. (თანაავტორი). (2009).  Challenges of the Post-Communist Financial-Currency Policy. New-York, Nova publisher, ISBN: 9781607411505; Silagadze, A. (თანაავტორი). (2019). Economic Doctrines: The Origins. New York, Nova science publishers,  ISBN: 9781536153767; Силагадзе А. (თანაავტორი). (2016). Феномен Рыночного Хозяйства: фундаментальные и прикладные основы. Тб., Универсали, ISBN: 9789941228452; სილაგაძე, ა. (2018). ეკონომიკური მეცნიერების სათავეებთან. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941137709.

ლიტ.: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები: 1993-2004. თბ., უნივერსალი, 2012, გვ. 190, ISBN: 9789941176234; ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ., გვ. 312, ISBN: 9789941081422; სილაგაძე ავთანდილ ნოდარის ძე.  ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., უნ-ტის გამ-ბა, 2005, გვ. 593.