-
ავტორი
- კატეგორიები: ლიტერატურათმცოდნე
სიხარულიძე ნათია ელგუჯას ასული (29.I.1986 ქ. ზესტაფონი), ლიტერატურათმცოდნე, გალაკტიონოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის საბაკალავრო (2003), სამაგისტრო (2009) და სადოქტორო (2013) პროგრამები. ფილოლოგიის დოქტორი (2013), თსუ-ის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის მეცნიერ თანამშრომელი (2009-2013), ამავე ინ-ტის გალაკტიონის კვლევის ცენტრის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2013). ანდრია პირველწოდებულის სახ. საქართვ. საპატრიარქოს უნ-ტის ლექტორი (2018-2020), საქართვ. უნ-ტის ლექტორი (2018). გალაკტიონ ტაბიძის თხზულებათა აკად. თხუთმეტტომეულის თანაშემდგენელი (2016-2017). მიღებული აქვს პრემია „საბა“ (2023). ს.ნ.-ს კვლევის ძირითადი სფეროა გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრება და შემოქმედება, ასევე XIX და XX ს. ქართ. ლიტერატურის ისტორია, პოეტიკა და სტილისტიკა. ს.ნ.-ს მონოგრაფიაში „გალაკტიონის მერიდიანი“ თავმოყრილია მეოცე ს. უდიდესი ქართვ. ლირიკოსის შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოკვლევები (2020). არის თანაავტორი ფუნდამენტური ნაშრომისა „გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე“ (2025).
თხზ.: სიხარულიძე, ნ. (თანაავტორი). (2025). გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ტექსტოლოგიური და ინტერდისციპლინური კვლევები. თბ., ტექსტოლოგიის, გამოცემათმცოდნეობისა და ციფრული ჰუმანიტარიის ასოციაცია. ISBN 978-9941-9956-2-0. სიხარულიძე, ნ. (თანაავტორი). (2022). გალაკტიონი უცენზუროდ. გამომც. არტანუჯი. ISBN 9789941494697.