-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი
სიხარულიძე ქეთევან იოსების ასული (25. VI. 1952, თბილისი), ფილოლოგი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1974). იყო ფილოლოგიურ მეცნ. კანდიდატი (1994); დოცენტი (1996); თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის ფოლკლორისტიკის კათედრის ლაბორანტი (1990-1994). მისი სადისერტაციო ნაშრომი იყო: „ამირანის, როგორც მითო-ეპიკური გმირის წარმოშობისა და ჩამოყალიბების ზოგიერთი ასპექტი“ (1992). არის თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2008-დან); ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ფოლკლორისტიკის კათედრის ხელმძღვ. (2013-დან); შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტის ფოლკლორისტიკის განყ-ბის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2023-დან); შავი ზღვის საერთაშ. უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (1997-2018); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის სამეცნ. ჟურნ. „ლიტერატურული კვლევების“ რედ. (2013-დან); კ. ამოსოვის სახ. ჩრდილო-აღმოსავლეთის ფედერალური უნ-ტის მაცნეს (სერია ეპოსისმცოდნეობა) საერთაშ. რედკოლეგიის წევრი (2019-დან); ნარატიული ფოლკლორის კვლევის საერთაშ. საზ-ბის (ISFNR) წევრი (2015-დან); ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშ. საზ-ბის წევრი (2016-დან); საქართვ. კულტ. მემკვიდრეობის დაცვის ეროვნ. სააგენტოსთან არსებული კულტ. მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს არამატერიალური მემკვიდრეობის სექციის წევრი (2018-დან); კომპარატივისტული ლიტ-რის ქართ. ასოციაციის წევრი (GCLA) (2021-დან).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): სიხარულიძე, ქ. (2006). კავკასიური მითოლოგია. თბ., კავკასიური სახლის გამ-ბა, ISBN: 9992871938; სიხარულიძე, ქ. (2018). Georgian Mythology. Tb., Logos, IBSN: 9789941468469; სიხარულიძე, ქ. (2023). Gurcu Mitolojisi. Post Yayinevi. Istanbul, ISBN: 9786258143508.