-
ავტორი
- კატეგორიები: ექიმი დოქტორი მეცნიერ თანამშრომელი
სიხარულიძე ინგა ტარიელის ასული(11.II.1973, თბილისი), ექიმი, მედიცინის აკად. დოქტორი. დაამთავრა თბილ. სამედ. ინ-ტი „VITA“ (1998). მიიღო ზოგადი პროფილის ექიმის სახელმწ. სერთიფიკატი (2002). იყო ზოგადი პრაქტიკის ექიმი გლდანის საექიმო ამბულატორიაში (2000-2003), თსუ–ის ალ. ნათიშვილის მორფოლ. ინ-ტის ასპირანტი სპეციალობით - ადამიანის ანატომია (2003-2006). დაამთავრა საქართვ. სახელმწ. სამედ. აკადემიის დიპლომის შემდგომი განათლების ფაკ-ტის რეზიდენტურა სპეციალობით: შინაგანი სნეულებები (2006), დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ქალის მენჯის ინდივიდუალური თავისებურებები“ და მიენიჭა მედიცინის აკად. დოქტორის ხარისხი (2008). არის საქართვ. ექიმ ქალთა ასოციაციის წევრი (სექა, 2009 - დან). ამჟამად მუშაობს თსუ–ის ალ. ნათიშვილის მორფოლ. ინ-ტის კლინიკ. ანატ. და ექსპერ. მოდელირების დეპარტამენტში მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე (2010-დან). მისი სამეცნ. საქმიანობა ეხება ორგანიზმის სხვადასხვა ექსტრემალური მდგომარეობების დროს (შოკი, სტრესი, ვიბრაციული სტრესი, ტოქსიკოლოგიური სტრესი და სხვ.) ენდოკრინულ მექანიზმების კვლევას. მონაწილება აქვს მიღებული 12 საერთაშ. კონფერენციაში. ეწევა პედაგოგ. მოღვაწეობას. არის თსუ-ის მედ. ფაკ.-ტის კლინიკ. ანატ. და ოპერაც. ქირურგიის კათედრის მოწვ. პედაგოგი (2011-დან). არის 29 სტუდენტური ნაშრომის ხელმძღვ.
თხზ.: სიხარულიძე, ი. (თანაავტორი). (2016). ღირსეული სიბერე : (კონფერენციის მასალები) = A Decent Old Age : (Materials of the Conference). თბ., უნ-ტის გამ-ბა; სიხარულიძე, ი. (თანაავტორი). (2016). უდაბნოს თერმული წყლის ორგანიზმზე ზემოქმედების ზოგიერთი მორფოლოგიური თავისებურება. სამეცნ. სტრატეგიების საერთაშ. კრებ. = International collection of scientific articles = Международый сборник научных статей :კულტუროლოგიის, ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის საკითხები/თბილ. ბალნეოლოგიური კურორტი "თბილისის-SPA"- ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ნაციონალური სამედ.-პრაქტიკული ცენტრი. ტ. 1. თბ.; Сихарулидзе, И. (2022). Влияние излучения электромагнитного диапазона на печень крыс. ექსპერ. და კლინ. მედიცინა = Experimental and Clinical Medicine = Эксрериментальная и клиническая медицина, N1.