-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი პროფესორი
სიხარულიძე დავით ნუგზარის ძე (25.XI.1978, თბილისი), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის საერთაშ. ბიზნესის კათედრის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის აკად. დოქტორი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის აკრედიტაციისა და ავტორიზაციის ექსპერტი. აღმოსავლეთ ევროპის უნ-ტის სამეცნ. კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვ. და ბიზნესის ტექნოლ. უნ-ტის პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ეკონომ. და ბიზნესის ფაკ-ტი საერთაშ. ეკონ. ურთიერთობების სპეციალიზაციით, სწავლა განაგრძო ასპირანტურაში (2002), დაიცვა საკანიდატო დისერტაცია თემაზე: „უცხოური ინვესტიციების გავლენა გარდამავალი ქვეყნების ეკონომიკაზე/საქართველოს მაგალითზე" (2005) და ამავე პერიოდიდან ეწევა სამეცნ.-პედაგოგიურ მუშაობას ფაკ-ტზე. არის აღმოსავლეთ ევროპის უნ-ტის სამეცნ. კვლევლევისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვ. სხვადასხვა პერიოდში პროფესორი ს.დ. მოღვაწეობდა კერძო და საჯარო ორგანიზაციებში მაღალ თანამდებობებზე. იყო საქართვ. პარლამენტის მოწვეული ექსპერტი, მრჩეველი ეკონ. მიმართულებით და საერთაშ. ორგანიზაცია "International Alert"-ის ეკონ. ექსპერტი. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მონაწილეობდა გაცვლით პროგრამებში კანზასის სახელმწ. უნ-ტსა და მეტროპოლიტენის სახ. უნ-ტში (აშშ), ტარტუს უნ-ტში (ესტონეთი). Erasmusis გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიწვეული იყო რჟემოვისა და პოზნანის ტექნოლ. უნ-ტში. ასევე აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერების უნ-ტში ლექციების წასაკითხად სტრატეგიული მენეჯმენტისა და საერთაშ. მეწარმეობის მიმართულებით. არის Scopus-ში ინდექსირებული მაღალრეიტინგული ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. მრავალი საერთაშ. კვლევითი საგრანტო პროექტის მონაწილე, თანაავტორი, ხელმძღვ., კოორდინატორი, წამყვანი მკვლევარი, მოწვეული ექსპერტი და სხვ. მისი უშუალო ხელმძღვანელობით უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში დასრულდა თსუ-ის მიერ დაფინანსებული მიზნობრივი სამეცნ. 5 საგრანტო კვლევითი პროექტი. მონაწილეობდა თსუ-ის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში (2024-2025). კითხულობს სალექციო კურსებს ქართულ და ინგლისურ ენებზე სხვადასხვა დისციპლინებში. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნ. ნაშრომი და მონოგრაფია.
თხზ.:სიხარულიძე, დ. (თანაავტორი). (2011). საერთაშორისო ბიზნესის სოციო-კულტურული გარემო საქართველოში, თბ. გამომც. უნივერსალი; სიხარულიძე, დ. (თანაავტორი). (2018). უცხოური პირდაპირი ინვესტიციები: თეორია და საქართველოს გამოცდილება. თბ., გამომც. უნივერსალი, ISBN978-9941-26-384-2; სიხარულიძე, დ. (თანაავტორი). (2018). რბილი სამართლის გავლენა კორპორაციული მართვის ეფექტიანობაზე: იმტერდისციპლინური კვლევა. თბ., გამომც. იურისტების სამყარო, ISBN 978-9941-88.