სიხარულიძე ავთანდილ კონსტანტინეს ძე
სიხარულიძე ავთანდილ კონსტანტინეს ძე

სიხარულიძე ავთანდილ კონსტანტინეს ძე (14.II.1952, თბილისი), ეკონომისტი. დაამთავრა  თსუ-ის  საინჟ.-ეკონ.  ფაკ-ტი, ეკონ. ინფორმაციის  მექანიზებული  დამუშავების ორგანიზაციის  სპეციალობაზე  (1968-1972). ფაკ-ტის მიერ  გაგზავნილ იქნა მიზნობრივ ასპირანტურაში მოსკოვში, ცენტრალურ ეკონ.-მათ. ინ-ტში (1975). მოსკოვშივე დაიცვა  საკანდიდატო  დისერტაცია: „Анализ и прогноз потоков больных и занятости квалифицированных медицинских кадров в системе здравоохранения СССР“ (1979) და  მიენიჭა  ეკონ.  მეცნიერებათა  კანდ.  წოდება (1980). მუშაობა  დაიწყო თსუ-ის საინჟ.-ეკონ.  ფაკ-ტზე, ეკონ. ინფორმატიკის  კათედრაზე, ასისტენტად, შემდეგ დაიკავა დოცენტის თანამდებობა (1982-2006).

თხზ.: სიხარულიძე, ა. (1997). ინფორმაციის  გადაცემის  საშუალებები. თბ.; სიხარულიძე, ა. (1977). სამეცნიერო-ტექნიკური  პროგრესი მრეწველობის  ტრადიციულ  დარგებში. მ.; სიხარულიძე, ა. (2001). კომპიუტერული  სისტემა  მედიცინის  სამსახურში. თბ. 2001.