სიგუა ლევან
სიგუა ლევან

სიგუა ლევან ბიჭიკოს ძე ( 28.III.1966, თბილისი). მათემატიკოსი, თსუ-ის დოცენტი (1995), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1996). დაამთავრა ქ. თბილ. ვ. კომაროვის სახ. ფიზ.- მათ. სკოლა (1983), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1990). ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურა (1993). სამეცნ. მუშაობდა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტის დიფერენციალურ და ინტეგრალურ განტოლებების კათედრაზე დოცენტად (1995-2008 ); საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტში (2009-2012); თბილ. აგრ. და თავისუფალი უნ-ტებში (2012 წლიდან). კვლევის მიმართულებები: მათ. ფიზიკა, დიფერენციალური განტოლებები.  იყო 4 საერთაშ. გრანტის შემსრულებელი (ავეიროს) პორტუგალია, შტუტგარტის (გერმანია), რენეს (საფრანგეთი) პეტერბურგის (რუსეთი) უნ-ტებთან და “Dornje”( Daimler-Chrysler).

თხზ.:  Sigua L. (1996).  Screen problem for vector Helmloltz equation in non-smooth domains. ZAMM, Berlin 76, No. 2, pp. 129-132; Sigua L. (1999). Screen problem for vector Helmholtz equation. Mathematishe nach­richten S. 206, pp.147-161; Sigua L. (2007). On interaction of electromag­netic waves with infinite biani­sotropic layered slab (with T. Buchukuri & . R.Duduchava) Mathematische Nachrich-ten 280, 9-10, pp 1-12.