-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი
სიგუა აკაკი პეტრეს ძე
სიგუა აკაკი პეტრეს ძე (1895, მარტვილის რაიონი). უნ-ტის გახსნისთანავე ჩაირიცხა სოც.-ეკონ. ფაკ-ზე, რ-იც დაამთავრა წარჩინებით (1918-1922). ეს იყო პირველი გამოშვება, 27 სტუდენტიდან მხოლოდ ერთი კურსდამთვრებული. მუშაობდა ტექნიკუმში მასწავლებლად (1923), იყო განათლების განყ-ბის ინსტრუქტორი (1924), საქართვ. სახელმწ. საგეგმო კომისიის უფრ. ეკონომისტი, აქტიურად მონაწილეობდა საქართვ. ხუთწლიანი გეგმების შედგენასა და სხვადასხვა პრობლემების დამუშავებაში, მუშაობდა საფინანსო-ეკონ. ინ-ტში (1930), შემდეგ კი სახელმწ. უნ-ტში. განათლების სახკომის მიერ მიენიჭა დოცენტის წოდება (1932). ს. ა. არის 30-მდე ნაშრომის ავტორი, რ-იც გამოქვეყნებულია სხვადასხვა ჟურნალებში.