-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
სიდელნიკოვი ალექსანდრე იურის ძე (21.X.1944, კრასნოდარის მხარე, რუსეთი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი რადიოფიზიკის სპეციალობით (1968). მუშაობს თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში, სადაც იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს: იყო საცდელი წარმოების განყ-ბის გამგე (1981-1993), ინფორმაციული ტექნოლ. განყ-ბის უფრ. ინჟინერი (1993-2023); კომპიუტერული ქსელის ტექნ. ჯგუფის უფროსი (2023-დან). არის რამოდენიმე სტატიის ავტორი და თანაავტორი: „Высокоточное реле для контроля охлаждающего протока на энергетических установках“ (1974); „Системы и электронные устройства для индикации состояния контролируемого объекта“ (1977); „ბირთვული რეაქტორების რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების გაზრდის პრობლემა“ (Bull, Georg. Nati. Acad. Sci., v.2, n.1, 2008). ს. ა. ხელმძღვანელობდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელებისა და ჩერენკოვის გამოსხივების ექსპერიმენტებს.