-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პროფესორი
სიდამონიძე შოთა იოსების ძე (24.III.1933, ქ. თბილისი-12.V. 2020), ქიმიკოსი. ქიმიის მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1983), საქართვ.ს ქიმ. საზ-ების თავ-რე. ს.შ.-მ დაამთავრა ქ, თბილ. რკინიგზის ვაჟთა მე-7 საშ. სკოლა (1951). იმავე წელს ჩაირიცხა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტზე. რ-იც წარჩინებით დაამთავრა ფიზ. ქიმიის განხრით (1956). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ფიზ. და ორგ. ქიმიის მეცნიერ-თანამშრომელის თანამდებობაზე (1956-1958). ჩაირიცხა თსუ-ის ასპირანტურაში ფიზ. ქიმიის კათედრაზე (1958). დაიცვა საკანდიდატო (1966) და სადოქტორო დისერტაციები (1982). მუშაობდა ამავე კათედრის ასისტენტად (1961), მოგვიანებით კი დოცენტად და პროფესორად. იყო თსუ-ის ფიზ. ქიმიის კათედრის გამგე (1973-2006), ქიმიის ფაკ-ტის დეკანი (1984-2003). ს. შ. მივლინებული იყო ქ. დელფტის (ნიდერლანდები) უნ-ტში პროფ. ჯ. დე-ბურის ლაბორატორიაში (1970-1972), ასევე ლონდონის უნ-ტში პროფ. რ. ბარერის ლაბორატორიაში (1975-1976). იგი იყო ოთხი საერთაშ. გრანტის მონაწილე და მეცნიერ-ხელმძღვ. სამეცნ. მოხსენებებით მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალი საერთაშ. კონფერენციის მუშაობაში, არის 6 მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი. მას გამოქვეყნებული ჰქონდა 200-მდე სამეცნ. ნაშრომი, საავტორო მოწმობა და პატენტი. იგი იყო 19 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის მეცნიერ-ხელმძღვ. და კონსულტანტი. ს. შ.-მ პირველმა გამოავლინა დეკათიონირებული ცეოლითების მაღალი კატალიზური აქტიურობა და სელექტიურობა კარბონ-იონური მექანიზმით მიმდინარე რეაქციებში, პირველმა შეისწავლა სხვადასხვა ტიპის მორდენიტის ტიპის ცეოლიტების ზედაპირებზე მიმდინარე სორბციული პროცესების ენერგეტიკა და მექანიზმები. პროფ. ს. შ.-ს მიღებული ჰქონდა პ.მელიქიშვილის სახელობისა და უმაღლ. განათლების სამინისტროს პრემიები, დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენითა და ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით. წლების განმავლობაში იგი იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის ჟურნ. „მაცნე“ ქიმ. სერიის რედაქციის წევრი, აგრეთვე „საქართველოს ქიმიური ჟურნალის“ მთ. რედაქტორი.
თხზ.: სიდამონიძე, შ. სუპატაშვილი, გ. ადამია, ს. (1976). ქიმიის მიკლე ცნობარი. თბ., განათლება; ციციშვილი, გ., სიდამონიძე, შ. (1978). ელექტრონულ-პარამაგნიტური რეზონანსის გამოყენება ქიმიაში. თბ., მეცნიერება; სიდამონიძე, შ. (2000). სინთეზური თხევადი საწვავის ქიმია. უნ-ის გამ-ბა; Alexishvili, M., Sidamonidze, Sh. (2002). Problems in chemical therodinamics with solutions. New-Jersey-London, World Sciences. სიდამონიძე, შ. (თანაავტორი). (2005). მოლეკულური კლასტერები. თბ., უნივერსალი; სიდამონიძე, შ. (2011). ნანოქიმია. თბ.ი, საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. უნ-ტი.