სიდამონიძე ნელი ნოდარის ასული
სიდამონიძე ნელი ნოდარის ასული

სიდამონიძე ნელი ნოდარის ასული (28.VI.1947, ქ. თბილისი), ქიმიკოსი.  ქიმიის მეცნ. დოქტორი. ნ. ს.-მ დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1973).  მუშაობდა თსუ-ის  მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრაზე  უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1975-1990), ბიოორგანული ქიმიის კათედრის დოცენტი (1990-2002), ბიოორგანული ქიმიის კათედრის პროფესორი (2002-2006), ბიოორგანული ქიმიის კათედრის ასისტენტ პროფესორი (2006-2016), შემდეგ ბიოორგანული ქიმიის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2016 წ.-დან).  ნ. ს.-მ თსუ-ში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სპეციალობით ორგ. ქიმია (1987),  ხოლო   სადოქტორო დისერტაცია  სპეციალობით ბიოორგანული ქიმია, ბუნებრივი და ფიზიოლოგიურად აქტ. ნაერთების ქიმია (2001). იყო  საქ. მეცნ. აკად. პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის სადისერტაციო საბჭოს წევრი  (2001-2004), თსუ-ის ქიმიის დარგის სადისერტაციო საბჭოს წევრი (2004-2006), საექსპერტო კომისიის თავ-რე ქიმიის მეცნ. კანდიდატის სამეცნ.  ხარისხის მოსაპოვებლდ სპეციალობით - ქიმია და  საექსპერტო კომისიის წევრი  სპეციალობით - ორგ. ქიმია (2004-2006), ქიმიის დეპარტ. პროფესორთა საბჭოს წევრი/მდივანი (2016-დან), ქიმიის მუდმივმოქმედი სადისერტაციო კომისიის წევრი, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის სტრუქტურული ერთეულების კომისიის წევრი (2018-20025). საბაკალავრო და  სამაგისტრო  ნაშრომების  დაცვის კომისიის წევრი/მდივანი,  მაგისტრატურაში/ დოქტორანტურაში  მისაღები  გამოცდების  კომისიის წევრი, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვ.  ნ. ს. არის 5 დოქტორანტის სამეცნ. ხელმძღვ. მისი ხელმძღვა­ნელობით დაცულია  საბაკალავრო (15) და სამაგისტრო (11)  ნაშრომები (2017-2025). სხვადახსვა წლებში წაკითხული აქვს ლექციები:  ბიოორგანული ქიმია;  ბიოლ. ქიმია; ფარმაცევტული ქიმია-1;  ფარმაცევტული ქიმია-2;  ნახშირწყლების ქიმია;   ლიპიდების ქიმია;  ქიმ. ბიოტექნოლოგია; სას.-სამ. ქიმია; სამედ. ქიმია (თსუ-ის მედიცინის ფაკ-ზე). ნ. ს. 200-ზე მეტი სამეცნ. სტატიის და 11 სახელმძღვანელოს, მათ შორის მონოგრაფიის, ავტორია. იმპაქტ ფაქტორიან ჟურნალებში და სხვა უცხოურ გამოცემებში გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნ. სტ. მონაწილეობდა 22 საერთაშ. და რესპ. კონფერენციებში (III International Scien­tific   and  Practical Conference “International Trends in Science and Technology”.  RS Global. Varshava, Poland, 2018, Inter­nati­o­nal Conference of Black Sea Academic Studies.  2018. EESTI, Tallin. 11th International Conference on Polyimides.  2019, Uni­ve­r­­sity of Montoellier, France; 8th International Chemistry Symposium. Batumi 2021, და სხვა.), წაკითხული აქვს სექციური და პლენარული მოხსენებები. მონაწილეობდა ფუნდამენტური კვლევები­სათვის სახელ­მწ. სამეცნ. გრანტე­ბ­ის კონკურსში  (რეგისტრ. N FR-21-18922) -„ნიტროზო (-N–N=O) ჯგუფის და გოგირ­დ­შემცველი ნახშირწყლების ახალი ტიპის  წარმოებუ­ლე­ბის სინთეზი, ბიოლოგიური აქტიურობა და ქვანტურ-ქიმიური კვლევა“ (ხელმ­ძღვ.). ნ. ს-მ  მისი ხელმძღვანელობით თანამშრომლებთან ერთად პირველად საქართველოში შეძლო ძნელად ხელმისაწვდომი  ნიტროზო ჯგუფის შემცველი  ნახშირწყლების ახ. ტიპის წარმოებულების სინთეზი. ბოლო პერიოდის გამოკვლევებით დადგინდა, რომ აზოტის ოქსიდი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს რეგულატორს და მედიატორს ნერვული, იმუნური და გულ-სისხლძარღვთა სისტემების პროცესებში.  აზოტის  ოქსიდის ბუნებრივი გარდაქმნა  ორგანიზმში უდიდეს როლს ასრულებს არტერიული  ჰიპერტენზიისივ. ჯავახიშვილის სახელობის, გულის უკმარისოაბის, შაქრიანი  დიაბეტის, ინსულტის, ავთვისებიანი სიმსივნეების და ა. შ. მკურნალობის საქმეში. სინთეზირენული ნაერთები წარმოადგენენ  აზოტის ოქსიდის დონორებსა და გადამტანებს, რითაც შესაძლებელია ორგანიზმის ნორმალურ მეტაბოლიზმში მათი ჩართვა. ასევე მისი ხელმძღვანელობით თანამშრომლებთან ერთად სინთეზირებულია შაქრების ალილწარმოებულებიდან  ნახშირწყლების შემცველი ახალი ტიპის წარმოებულები. უმაღლ. სამედ. განათლების სასწ. ცენტრ „ფანასკერ­ტე­ლის“ მიერ სამედ. კადრების აღზრდაში გამოჩენილი მონდომებისა და პრო­ფე­სიონალიზმი­სათვის  დაჯილდოებულია საპატიო სიგელით (2000),  საქართვ. უმაღლ. საგანმან. და სამეცნ.-კვლ. დაწესებულებების სამეცნ. საქმიანობის წლიური ანგარიშების შესაფასებლად ქიმიის დარგში,  მიენიჭა  საქართვ. მეცნ. აკადემიის ექსპერტის სტატუსი (2017). საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის პრეზი­დი­უ­მის მიერ ქიმიის დარგში სამეცნ.  მიღწევებისათვის მინიჭებული აქვს საპატიო სიგელი (2023).

წიგნები:  სიდამონიძე, ნ. (1999).  ლიპიდების ქიმია:  მონოგრაფია.  თბ. უნ-ტის გამ-ბა.   ISBN  999283126x;  სიდამონიძე, ნ. (2000).   ნახშირწყლების  მოლეკულური  გადაჯგუფება: მონოგრაფია. თბილ. უნ-ტის  გამომცე. ISBN 9992877162; (სიდამონიძე, ნ.) თანაავტორი, 2006). ლაბორატორიული პრაქტიკუმი ნახშირწყლების ქიმიაში. თბილ. უნ-ტის გამომც.  ISBN  9994051792;  სიდამონიძე,  ნ.  (2011). ნახშირწყლების ქიმია. თბილ. უნ-ტის გამომც. ISBN  9789941132216; სიდამონიძე,  ნ.,  (თანაავტორი). (2011). ლიპიდების ქიმია და ბიოქიმია, თბილ. უნ-ტის  გამ-ბა. ISBN 9789941131769;  (სიდამონიძე, ნ.) (თანაავტორი). (2016).  ლაბორატორიული პრაქტიკუმი ბიოორგანულ ქიმიაში. თბილ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941135361;  (სიდამონიძე, ნ.). (თანაავტორი). (2016). ბიოორგანული ქიმიის მოკლე კურსი.   თბილ. უნ-ტის  გამომც. ISBN 9789941135149. სიდამონიძე, ნ. (თანაავტორი, 2021). ბუნებრივ ნაერთთა ქიმია. თბილ. უნ-ტის გამომც.   ISBN 9789941257902;   სიდამონიძე ნ. (თანაავტორი). (2024).   ორგანული ქიმიის პრაქტიკუმი.  თბილ. უნ-ტის გამ-ბა.   ISBN  9789941339141.