-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი პროფესორი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
სიჭინავა დემურ შალვას ძე (12.XII.1947, ჩხოროწყუ, სოფ. ლესიჭინე), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ეკონომიკასა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის პროფესორი და ხელმძღვ. დაამთავრა თსუ-ის საინჟ.-ეკონომიური ფაკ-ტი ეკონომ. ინფორმატიზაციის მექანიზებული დამუშავების სპეციალობიით (1969-1974). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოთა ფუნქციონირების სრულყოფა მომსახურების პროსესების მოდელირებით ეგმ-ზე (მრავალპროფილიანი და მრავალფაზიანი სისტემების იმიტაციური მოდელირება)” (1987) და მიენიჭა დოცენტის წოდება(1990). არის თსუ-ის ეკონომიკასა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის პროფესორი და ამავე კათედრის ხელმძღვ. (2013-დან). თსუ-ის ეკონომ. და ბიზნესის ფაკ-ტის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სადოქტორო პროგრამის „ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი“ ხელმძღვ. (2017-დან). თსუ–ის ეკონომ. და ბიზნესის ფაკ-ტის საბჭოს, სადისერტაციო საბჭოს, სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოსა და სამეცნ. ჟურნ. „ეკონომიკა და ბიზნესი“ რედკოლეგიის წევრი (2014-დან). არის ეკონომ. და ბიზნესის ფაკ-ტის ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის მოწვეული პედაგოგი (Google cholar, 2009-2012). ს.დ. რამოდენიმე გამოგონების ავტორია, მათ შორის: ეკოლოგიაში „მავნე გამონაბოლქვი აირების გამწმენდი დანადგარი და ტურბულენტური გამწმენდი“. საქართვ. რესპუბლიკის მეცნ. და ტექნოლოგიების კომიტეტი, „საქპატენტი“; ჰიდროავტომატიკაში - „ავტომატურად რეგულირებადი სარქველი“, სსრკ გამოგონებებისა და აღმოჩენების სახელმწ. კომიტეტი (1982). პროფესორ ს.დ.-ს შექმნილი აქვს კომპიუტერული წესით ტესტური გამოცდების ჩასატარებელი პროგრამული პროდუქტები (თანაავტორები: ზ. სიჭინავა, შ. გეგია). საგამოცდო პროგრამა „ზიკო“ (2005-დან). დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით (2019), საქართვ. პრეზიდენტის მადლობის სიგელით (1998). გამოაქვეყნებული აქვს 85-ზე მეტი ნაშრომი.
თხზ.: სიჭინავა, დ. (2013). მოკარნახე ინფორმატიკაში, Ms Windows 7, Ms Word. დამხმარე სახელმძღვანელო. თბ., გამომც. ივერიონი, ISBN978-9941-9336-7-7; სიჭინავა, დ. (თანაავტორი). (2016). ინფორმატიკა ეკონომიკასა და ბიზნესში. პრაქტიკული სახელმძღვანელო. თბ., გამომც. ივერიონი, ISBN 978-9941-0-9649-5; სიჭინავა, დ. (თანაავტორი). (2017). კათედრის მართვისა და ფაკულტეტზე კონკურსების ჩატარების ავტომატიზებული სისტემების შემუშავება და დანერგვა. თბ., გამომც. ივერიონი, ISBN 978-9941-27-692-7; სიჭინავა, დ. (2019). კრიპტოვალუტა და მისი განვითარების პერსპექტივები. Ecoforum Journal, ტ.8, №2, ISSN 2344 – 2174; სიჭინავა, დ. (თანავტორი). (2024). ხელოვნური ინტელექტი და შრომის ბაზრის დინამიკა: დასაქმების პრობლემები და განვითარების ტენდენციები. ISSN 15565068; სიჭინავა, დ. (2023). ბლოკჩეინტექნოლოგია, კრიპტოვალუტა და ციფრული ვალუტა: არსებული მდგომარეობა და ძირითადი გამოწვევები. ჟურნ. ეკონომიკა და ბიზნესი N4, ISSN 1987-5789 ESSN 2587-5426.