-
ავტორი
- კატეგორიები: იურისტი კურსდამთავრებული თანამდებობის პირი
შუშანაშვილი ალექსანდრე ამირანის ძე (23.VII.1935, სოფ. თიანეთი, თიანეთის რ-ნი- 14.IV.2000, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1958). ეწეოდა პარტიულ-სამეურნეო საქმიანობას. იყო: რესპ. პროკურორის მოადგილე (1970-1976); იუსტიციის მინისტრი (1976-1987); საქართვ. რესპ. პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით (1990-1991); ხელი აქვს მოწერილი საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (9.IV.1991); იუსტიციის გენერალ-მაიორი (1993); საქართვ. მთ. სამხ. პროკურორი (1992-1994). როგორც მთ. სამხდრო პროკურორს ევალებოდა: სამხ. დანაშაულების გამომძიება; იყო ომის დანაშაულების ზედამხედველი; არმიის დისციპლინის კონტროლიორი; შეიარაღებული ფორმირებების სამართ. მაკონტროლებელი და სახელმწ. ბრალდების წარმომადგენელი სამხ. საქმეებში.