- კატეგორიები: ფილოლოგი ირანისტი მთარგმნელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
შურღაია თეა იმედოს ასული (01.X.1963, ქ. ფოთი), აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი, მთარგმნელი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2009), ირანისტიკის კათედრის ხელმძღვ. (2018). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი სპარს. ენისა და ლიტ-რის განხრით (1985); ფილოლ. მეცნ. კანდ., აკად. დოქტორი, სადისერტაციო თემა: „სპარსული პარემიოგრაფია და სპარსული ანდაზის აზრობრივი სტრუქტურა“ (2004); თსუ-ის ირან. ფილოლ. კათედრის ლაბორანტი (1985-1989); უფრ. ლაბორანტი (1989-2004); ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს სპარს. ენის თარჯიმანი (1993-2004); გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2005-2011); თსუ-ის ირან. ფილოლ. კათედრის მასწავლებელი (2004-2006); ასისტენტ პროფესორი (2006-2009); ასოცირებული პროფესორი (2009); პროგრამის „Cambridge Colleges’ Hospitality Scheme” ფარგლებში იმყოფებოდა კემბრიჯის უნ-ტში (2008); სპარსულენოვანი საზ-ბის კვლევის საერთაშ. ასოციაციის (ASPS) წევრი (2017-2018); ივ. ჯავახიშვილის თხზ.-თა სრ. აკად. კრებ. სარედაქციო საბჭოს წევრი (2022-2024). შ. თ. არის თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინ-ტის წელიწდეულის „აღმოსავლეთმცოდნეობა Oriental Studies“ რედკოლეგის წევრი (2020), აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი (2023), თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ის საგამომცემლო საბჭოს დარგ. სარედაქციო კოლეგიის წევრი (2024-); შირაზის უნ-ტის ჟურნ. „Journal of Children's Literature Studies“ სარედაქციო საბჭოს წევრი (2025). დაჯილდოებულია შაჰრიარის საერთაშ. კულტურის მედლით (ირანი, 2017). შ. თ. სხვადასხვა დროს თსუ-ში კითხულობდა კურსებს: სპარს. ენა (მათ შორის, უცხოელებისთვის), სპარს. ფოლკლორი, სათარჯიმნო პრაქტიკუმი, თანამედროვე ირანის პოპკულტურა, სპარსულენოვანი მედიის ენა, სპარს. აკად. წერა, სპარს. მეტყველების კულტურა, სპარს. ანდაზა (პარემიოლოგიური ანალიზი), აღმოსავლეთმცოდნეობის შესავალი და სხვ. შ. თ.-ს კვლევის სფეროებია: სპარს. ენა და ლიტ-რა, ირან. ფოლკლორი, პარემიოლოგია, სპარს.-ქართ. ლიტ-რული ურთიერთობები, კულტ. კვლევები, თარგმანი. შ. თ.-ს თარგმანები იყო ლიტ-რული პრემიების - „საბას“ (2005, 2009, 2017, 2024) და „მაჩაბლის“ (2024) ფინალისტი. შ. თ.-ს მონოგრაფიამ „ლევინ ვარნერი და მისი „ასი სპარსული ანდაზა და სენტენცია“ (2014) კორექტივი შეიტანა სპარს. პარემიოგრაფიის ისტორიაში - მისი დასაწყისი 180 წლით ადრე დაათარიღა. მონოგრაფიაში მოცემული ძირითადი დებულებები სტატიის „The Earliest Printed Collection of Persian Proverbs“ სახით გამოქვეყნებულია საერთაშ. პარემიოლოგიურ წელიწდეულში „Proverbium“ (2012, ტ. 29, The University of Vermont, USA, გვ. 307-330). შ. თ.-ს თანაავტორებთან ერთად, გამოცემული აქვს „სპარსული ქრესტომათია“ (ტ. III, 2006) და დამხმარე სახელმძღვანელო „თანამედროვე ირანელი ავტორები - მხატვრული და არამხატვრული პროზა“ (2025“); კოლეგებთან ერთად შეიმუშავა და გამოაქვეყნა სპარს. ენის ბგერითი სისტემ. ქართულ ენაზე ტრასკრიპცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები; ფ. დელშადთან თანამშრომლობით სპარსულ ენაზე თარგმნა და თეირანში გამოსცა „1001 ქართული ანდაზა“ (2002); მისი რედაქტორობით გამოცემულია 15 სამეცნ. ნაშრომი და მხატვრული თარგმანი.
თხზ.: შურღაია, თ. (მთარგმნელი). (2004). მ. ესლამი ნოდუშანი. ადამიანობა და თანამდებობა. თბ., მერანი; შურღაია, თ. (მთარგმნელი). (2016). მ. დოულათაბადი. პოლკოვნიკის მიმწუხრი. თბ.,დიოგენე, ISBN 9789941115370; შურღაია, თ. (მთარგმნელი). (2023). ი. ფეზეშქზადი. ბიძაჩემი ნაპოლეონი. თბ., დიოგენე, ISBN 9789941118388).