-
ავტორი
- კატეგორიები: სამართალმცოდნე საპატიო დოქტორი
შუნემანი ბერნდ (Schünemann Bernd, 01.XI.1944, ბროიშტედტი), თსუ–სთან აქტიური თანამშრომლობისთვის სამართალმცოდნესა და სამართ. ფილოსოფოსს, მიუნხენის უნ-ტის პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (27.II.2009).
შ. ბ-მა აბიტურის დამთავრების შემდეგ იურისპრუდენციის შესწავლა განაგრძო გიოტინგენში, ბერლინსა და ჰამბურგში. მან სწავლა დაასრულა პირველი იურიდ. სახელმწ. გამოცდით (1967), სადოქტორო თემაზე მუშაობა კი წარმატებით დააგვირგვინა მეორე იურისპრუდენციის სახელმწ. გამოცდით (1971). ამავე წელს შ. ბ.-მ სამეცნ. საქმიანობა განაგრძო სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელის კათედრაზე ჯერ გიოტინგენში, შემდეგ კი - მიუნხენში, სადაც მიენიჭა უმაღლესი აკად. კვალიფიკაცია შემდეგ საკითხებზე: სისხლის სამართალი, პროცესუალური სამართალი და სამართლის ფილოსოფია.
შ. ბ. ბონის უნ-ტის სამეცნ. მრჩეველი და პროფესორი იყო (1975). იგი ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის, პროცესუალური სამართლისა და სამართლის სოციოლოგიის კათედრებს (მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნ-ტი), სადაც მისი თაოსნობით შეიქმნა საყოველთაო სისხლის სამართლის მეცნიერების, სამართლის ფილოსოფიისა და სამართლის ინფორმატიკის ინ-ტი.