შულცი ჯორჯ
შულცი ჯორჯ

შულცი ჯორჯ (Schultz George, 13.XII.1920, ნიუ-იორკი) თსუ-ის სამეცნ. საბჭომ ამერიკელი სახელმწ. მოღვაწე, პროფესიით ეკონომისტი, აირჩია საპატიო დოქტორად (27.IX.1994).

შ. ჯ.-მა მიიღო ეკონომიკის ბაკალავრის (1942, პრინსტონის უნ–ტი), შემდეგ კი სამრეწვ. ეკონომიკის დოქტორის (1949, მასაჩუსეტის ტექნოლოგიის ინ-ტი)  ხარისხი. ამავე ინ-ტის მენეჯმენტის სკოლასა და ეკონომიკის ფაკ-ტზე კითხულობდა ლექციებს (1948-1957). იგი იყო ჩიკაგოს უნ-ტის ბიზნესის სკოლის დეკანი (1962).

შ. ჯ. რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაციაში შრომის მინისტრის პოსტს იკავებდა (1969-1970) რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო სამმართველოს დირექტორი გახდა. შ. ჯ. იყო აშშ-ის რიგით 62-ე ფინანსთა მინისტრი (1972-1974).

შ. ჯ. ჩამოსცილდა პოლიტიკას (1974), რათა კორპორაცია „ბექტელის“ (,,Bechtel“) აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტის, შემდეგ კი - პრეზიდენტის პოსტი დაეკავებინა (1975-1980). იგი რონალდ რეიგანმა აშშ-ის რიგით მე-60 სახელმწ. მდივნად დანიშნა (16.VII.1982 – 20.I.1989). მიუხედავად იმისა, იგი სახელისუფლებო სამსახურს ჩამოსცილდა (1989), მაინც ერთგულ რესპუბლიკელად დარჩა და დღემდე აქტიურადაა ჩართული მსოფლიო მოვლენებში.

შ. ჯ. ეკონ. და მართვის პრობლემებზე მრავალი გამოკვლევის ავტორია, მათ შორისაა: „მართვის ორგანიზაცია და კომპიუტერი" (1960).