შუდრა ომარ სერგოს ძე
შუდრა ომარ სერგოს ძე

შუდრა ომარ სერგოს ძე (23.I.1942, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი კიბერნეტიკის განხრით (1965). მუშაობდა ქ. დუბნის (მოსკოვის  ოლქი) ბირთვულ კვლევათა გაერთ. ინ-ტში, გამოთვლითი ტექნიკის ლაბორ. უფრ. ინჟინრის თანამდებობაზე (1966–1970; ერთდროულად იყო თსუ-ის ასპირანტი; თსუ-ის მაღალი ენერგიების (ბირთვული) ფიზიკის პრობლემური ლაბორ. მეცნიერ-თანამშრომელი; ავტომატიზაციის ჯგუფის უფრ. (1965- 1980); შემდეგ ლაბორ. ბაზაზე შექმნილი თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტის (მეფი) სწავლული მდივანი (1980-1995). შ. ო.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდ. აკად. დოქტორის სამეცნ. ხარისხი, სადისერტაციო ნაშრომზე : „Создание и исследование системы обработки стереоснимков с пузырьковых камер“ (1974). იყო თსუ-ის მეფი-ის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (1995-2006); ასევე იყო რამოდენიმე საბჭოს წევრი: თსუ-ის მეფი-ის სამეცნ. საბჭო; საქართვ. მეცნ. და ტექ. დარგში სახელმწ. პრემიების საბჭო (აკად. ნ. ამაღლობელის მიწვევით); საქართვ. სსრ მეცნ. აკად. არსებული „სამეცნიერო კვლევათა ავტომატიზაციის საბჭო“ (ხელმძღვ. ნ. ამაღლობელი, რ. საკანდელიძე); სსრკ მეცნ. აკად. არსებული „სამეცნიერო კვლევათა ავტომატიზაციის საბჭო“; საქართვ. პარლამ. არსებული (ნ. ამაღლობელის თაოსნობით შექმნილი) საზ-ებრივი საბჭო; საქართვ. ახალგაზრდა მეცნ. საბჭო (ხელმძღვ. ჰ. მელაძე, პირველ წელს შ. ო. იყო მოადგილე); შ. ო. არის 80-მდე მეთოდ. და სამეცნ. პოპულ. ნაშრომის ავტორი, ამათგან 20-კომპიუტერული თემატიკით, მაგ.: „Устроиство ввода информации с бумажной перфоленты в эвм РАЗДАН-2“  (препр. ОИЯИ, #10-4147 1968); „Аппаратурная часть системы обработки камерных фотографии с использованием установок ПУОС на линии с ЭВМ БЭСМ -4“ (Сообш. ОИЯИ, #10-5973 1971); „Использование ЭВМ БЭСМ-4 в режиме непосредственного обмена данными с физическими установками“ (1972 ).  შ. ო. არის საქართვ. ბიზნესის მეცნ. აკად. წ.-კორ. (2000-დან); ფაზისის საერო-სამეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი (2016-დან); კითხულიბდა ლექციების კურსს "დოკუმენტალისტიკა", "ოფისის მართვის ტექნოლოგია" და სხვ. თსუ-ის 7 ფაკ-ტზე და სხვა უმაღლეს სასწ., პროფ. კოლეჯებში; ატარებდა მასტერ-კლასებს; ტრენინგებს საოფისე უნარ-ჩვევებში; არის რამდენიმე წიგნის რედაქტორი, მთარგმნელი (რუსულიდან); გამოქვეყნებული აქვს საავტორო რუბრიკები ჟურნალებში. შ. ო.-ს მეთოდ. პოპულ. შრომებია ჟურნალებში: „საქართველოს ეკონომიკა“; „ახალი ეკონომისტი“; „ცოტნეიდელი“; „კავკასიის მაცნე“; „ბიზნესი და კანონმდებლობა“; „აუდიტი, აღრიცხვა და ფინანსები“; „სიტყვა“; „მარომიკროეკონომიკა“; „ომეგა“; მისი გამოცემებია: „მართვის კულტურა“ (2009, 2015); „მოგონებები“ (2010); „საოფისე (სამსახურებრივი) უნარ-ჩვევების ტრენინგი“ (2013); „ბავშვის აღზრდის პირველი ნაბიჯები“ (რედაქტორი, 2013); „ბიოგაფიული ნარკვევები“ (2015); „ჩვენი სახელოვანი თანამემამულეები“ (რედაქტორი, 2018), რომელთა უმეტესობაც ასევე განთავსებულია თსუ-ის ციფრულ ბ-კაში.

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): შუდრა, ო. (1996). ოფისის მართვის საკითხები: (კორესპონდენცია და კომერციული დოკუმენტები: ინფორმაციული ტექნოლოგიები და თანამედროვე ორგტექნიკა. მართვის კომუნიკაციური კულტურა). თბ., სტატისტ. დეპარტ., ISBN 9789941051203; შუდრა, ო. (2001). მართვის დოკუმენტური უზრუნველყოფა: (დოკუმენტალისტიკა):  (საერთაშორისო ბიზნესის ფაკ-ტის სტუდ.-თვის. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 999287042; შუდრა, ო. (2009). მართვის კულტურა. თბ. ISBN 9789941055706; შუდრა, ო. (2013). საოფისე: (სამსახურებრივი): უნარ-ჩვევების ტრენინგი. თბ. ISBN 9789941279553; შუდრა, ო. (2018). დიდ ქალაქში: (ვიცხოვროთ მოწესრიგებულ კულტურულ გარემოში). თბ., ISBN: 9789941806063.