შუბლაძე მამუკა
შუბლაძე მამუკა

შუბლაძე მამუკა   (1957, ქ. აბაშა,) ქართვ. მათემატიკოსი თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2006),. დაამთავრა თსუ–ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1980), თსუ-ის ასპირანტურა (1985). მუშაობა დაიწყო საქ. ტექნ. უნ-ტში დოცენტად (1985–1990), პროფესორად (1990–2009). მუშაობდა თსუ–ის ასოცირებულ პროფესორად (2006–2009), მაქს პლანკის მათემატიკის ინ–ტში (Bonn, Germany, 2009–2010) ,  მაინცის იოჰანეს გუტენბერგის მიწვეულ პროფესორად უნ–ტში (Mainz, Germany, 2010–2011). დღემდე კითხულობს ლექციებს ტექნიკისა და ეკონომიკის უმაღლ. სასწავლებელში (HTW) ბერლინში (2019–დან). არის ბერლინის რაიონული საკრებულოს დეპუტატი (BVV Mitte, 2023-დან). მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია დიფერენციალური და ალგებრული ტოპოლოგია, ალგებრული გეომეტრია, კომპლექსური ანალიზი.