შტროერი ჰანს
შტროერი ჰანს

შტროერი ჰანს (Stroer Hans, 21.VIII.1952)  თსუ–სთან აქტიური თანამშრომლობისთვის გერმანელ პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (26.IV.2010).

შ. ჰ. გისენის უნ-ტში შეისწავლა ფიზიკა. აქვე მიენიჭა დოქტორის სამეცნ. ხარისხი და უმაღლესი აკად. კვალიფიკაცია ექსპერიმენტული ფიზიკის დარგში (1990).

შ. ჰ. მუშაობდა სხვადასახვა პოზიციაზე (1983-1998): კვლევითი ვიზიტით იმყოფებოდა დუბნაში (რუსეთის ფედერაცია), გისენის უნ-ტში  ეკავა ასისტენტის პოზიცია, გახდა მაინცის უნ-ტის ექსპერიმენტული ფიზიკის პროფესორი (C3), შემდეგ კი იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინ-ტის დირექტორი და კიოლნის უნ-ტის ექსპერიმენტული ფიზიკის სრული პროფესორია (C4, 1998). იგი ჰადრონებისა და ბირთვული ფიზიკის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა (2002-2004).

შ. ჰ. მრავალი ჯილდოსა და წოდების მფლობელია: სადოქტორო  ჯილდო (გისენის უნ-ტი, 1983),  საქართვ. ტექ. უნ-ტის საპატიო დოქტორი (2014), „ევროპის აკადემიის“ წევრი (2014), სარედაქციო კოლეგია „ბირთვული ფიზიკის სიახლეების“ წევრი (2004-2011), ფიზიკის მე-19 საერთაშ. სიმპოზიუმის ხელმძღვ. (2010),  ბირთვული ფიზიკის ევრ. თანამშრომლობის კომიტეტის წევრი (2003).

შ. ჰ.-ს პუბლიკაციების რიცხვი 250–ს აჭარბებს, პუბლიკაციების ციტირების მაჩვენებელია 4457, h-ინდექსი - 34.