-
ავტორი
- კატეგორიები: იურისტი საპატიო დოქტორი
შპოპერი დარიუშ (Popper Dariusz, 1963, დრეზდენკო, პოლონეთი), უნ-ტის ინტერნაციონალიზაციასა და სამეცნ. საქმიანობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოლშტინის ვარმია-მაზურის უნ-ტის პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (16.III.2015).
შ. დ.-მ საშ. სკოლის დასრულების შემდეგ იმავე წელს ჩააბარა და შეუდგა იურიდიულ კვლევას გდანსკის უნ-ტის იურიდიულ ფაკ-ზე (1982-1987).
შ. დ.-მ სამართ. მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ, ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნ-ტის იურიდიულ ფაკ-ზე მოიპოვა დოქტორის ხარისხი პოლიტ. და სამართ. სწავლების ისტორიის განხრით (2003). ამავე უნ-ტის იურიდიული ფაკ-ტის საბჭოს წარდგინებით პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ მას იურიდიულ მეცნ. პროფესორის წოდება მიანიჭა (26.II.2010).
შ. დ. იყო გდანსკის უნ-ტის იურიდიული ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (2008-2012), შემდეგ კი გდანსკის უნ-ტში უძღვებოდა ლექციებს პოლონეთის სამართლისა და პოლიტ. ისტორიის შესახებ (2013). იგი სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა ვილნიუსის უნ-ტში, რუსეთის ისტორიის ინ-ტში, მოსკოვის სახელმწ. უნ-ტში.