-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
შოშიაშვილი შოთა (11.XI.1937, თბილისი-19.III.2024, თბილისი). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1963). მუშაობდა თსუ-ში ფიზიკის ფაკ-ტის ბირთვული ფიზიკის კათედრაზე (1964-დან). იმყოფებოდა ხანგძლივ სამეცნ. მივლინებაში ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინ-ტში, სადაც დაიცვა საკანდიტატო დისერტაცია ელ. ნაწილაკების ფიზიკაში (1977). მუშაობდა მაღალი ენერგიების ინ-ტში (1980-1990).მუშაობდა თსუ-ს ფიზიკის ფაკ-ტზე ზოგადი ფიზიკის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე (1990-2006).მიენიჭა უფრ. მეცნ. თანამშრომლის წოდება (1988). გამოქვეყნებული აქვს წიგნები მეცნ. და რელიგიის ურთიერთმიმართების შესახებ: „კოსმიური სამყარო და სულის უკვდავების შესახებ“(2003), „სამყარო, მეცნიერება, რალიგია“(2008), „კოსმიური სამყარო თეოსოფიური გადმოსახედიდან“(2012), „ციკლურად ევოლუციონისტური კოსმოლოგია“(2019), „მეცნიერება და რელიგია“(2020) და მოგონებები „რაც დამამახსოვრდა“(2022).