-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
შოშიაშვილი ლევან
შოშიაშვილი ლევან (08.III.1969, თბილისი). წარჩინებით დაამთვრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1993). იყო ლაბორანტი თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე (1992-1995). მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის გამოყენებითი ელექტროდინამიკის ლაბორატორიაში (2001-2009). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია რადიოფიზიკის სპეციალობით (2006). შ. ლ. არის ასისტენტ პროფესორია ელექტრონიკის და ელექტული ინჟინერიის დეპ., ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტზე (2009-დან). სამეცნ. კვლევების სფეროს წარმოადგენს რიცხვითი და გამოყენებითი ელექტროდინამიკა, მოდელირება და ვიზუალიზაცია, დაბალ და რადიოსიხშირულ დიაპაზონში ელექტრომაგნიტური ველების გავლენა ცოცხალ ორგანიზმებზე.