-
ავტორი
- კატეგორიები: ფსიქოლოგი საპატიო დოქტორი
შნაიდერი იოჰან (Schneider Johann ), ზაარლანდის უნ-ტის ფსიქოლოგიის ინ-ტის პროფესორს, მიენიჭა ფსიქოლოგიის ფაკ-ტის საპატიო პროფესორის სტატუსი, საპატიო მედალი და საპატიო დოქტორის წოდება (08.XII.2008).
შ. ი. ზაარლანდის უნ-ტის ფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელია. მან მრავალწლიანი გამოცდილება დააგროვა კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის სფეროებში. იგი თავისუფალი მრჩევლის სტატუსს ატარებს (2006).
შ. ი. მუდმივად თანამშრომლობდა ქართველ მეცნიერებთან, ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, დახმარებას უწევდა თსუ-ის ფაკ-ების, მიმართულებების სწორი კონცეფციისა და სტრუქტურის ჩამოყალიბებაში. იგი განსაკუთრებით დაინტერესებულია საქართვ. ახალგაზრდა მოქალაქეებში სამეცნ. განათლების პოპულარიზაციით. სწორედ ამიტომ, მისი ინიციატივით ზაარლანდის უნ-ტი მუდმივად აცხადებდა მიღებას გაცვლით პროგრამებზე, ქართვ. სტუდენტები და მეცნიერები კი აქტიურად მონაწილეობდნენ და მიემგზავრებოდნენ გერმანიაში. პარალელურად გერმანელი მკვლევრები ჩამოდიოდნენ საქართველოში. სტუდენტური საგანმან. პროგრამა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის დაფინანსებით ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: სამართალი, ქიმია, გერმანისტიკა, ფსიქოლოგია, ისტორია და ინფორმატიკა.