-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი საპატიო დოქტორი
შმიდტი სებასტიან (Schmidt Sebastian, 06.VI.1967, შტრალზუნდი) თსუ–ის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისთვის პროფესორს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (26.I.2015).
შ. ს. იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრია. იგი სწავლობდა ფიზიკას გერმანიისა და რუსეთის უნ-ტებში (1988-1993). მაქს-პლანკის ინ-ტსა და როსტოკის უნ-ტში ბირთვული ფიზიკის განხრის სადოქტორო პროგრამის პარალელურად სწავლობდა თეორიული ფიზიკის სადოქტორო პროგრამაზეც (1993-1995). მან როსტოკისა და ტიუბინგენის უნ-ტებში მიიღო სამეცნ. ხარისხი და უმაღლესი აკადემიური კვალიფიკაცია თემაზე: “კვანტური ქრონოდინამიკის გარდამავალი ეტაპი: თერმოდინამიკური და კინეტიკური ასპექტები" (2001).
შ. ს. პოსტდოქტორანტურაში თანამშრომლობდა თელავივის უნ-ტთან. იგი როგორც ასოცირებული მკვლევარი, მოღვაწეობდა როსტოკის უნ-ტში (1997-1998). სათავეში ჩაუდგა შემდეგ პროგრამებს: ენერგიების კვლევა, მატერიის სტრუქტურა (2002-2005). მეცნიერი ენერგიების კვლევების მენეჯერ-მმართველი და დირექტორი იყო (2006-2007), ხოლო შემდეგ - დირექტორთა საბჭოს წევრი (2007-2020).
შ. ს. დორტმუნდის უნ-ტის საპატიო დოქტორის სტატუსის პროფესორია თეორიული ფიზიკის დარგში (2009). იგი ასწავლის ფიზიკას აახენის უნ-ტში (2012). როგორც მოწვეული პროფესორი, ჩინეთის მეცნ. აკადემიაში მუშაობდა (2013). მას საქართვ. ტექნიკურმა უნ-ტმა მიანაჭა საპატიო დოქტორის წოდება (2014). პროფესორი, დოქტორი შ. ს. დრეზდენ-როზენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის სამეცნ. დირექტორია (01.IV.2020). აკადემიური კარიერის განმავლობაში, პროფესორს გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი პუბლიკაცია 70-ზე მეტი ციტირების ინდექსით და 40-ზე მეტი ჰირშის ინდექსით და არის სხვადასხვა კომიტეტისა და საზ-ბის წევრი.