შმიდტი კარლ ჰორსტ
შმიდტი კარლ ჰორსტ

შმიდტი კარლ ჰორსტ (Schmidt Karl Horst, 31.V.1929, დესაუ - 29.X.2012, ბონი), იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრს, ენათმეცნიერს, კელტოლოგ და კავკასიოლოგს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება  (14.X.1998).

შ. კ. ჰ.-მა ენათმეცნიერება  შეისწავლა ბერლინის, კიოლნის, ბონის, დუბლინისა და მიუნხენის უნ-ტებში. დაასრულა გოეთეს გიმნაზია (1948). მისი  მეცნიერ-ხელმძღვანელები იყვნენ: გ. დეეტერსი, რ. ჰერცი, ფ. ზომერი, ლ. ვაისგერბერი. მისი კვლევის ძირითადი საკითხებია: კელტურ, ინდოგერმანულ და კავკასიურ ენათა ისტორია და ტიპოლოგია.

შ. კ. ჰ.-მა დაიცვა ფილოლოგის სამეცნ. ხარისხი (1954), შედარებითი ენათმეცნიერების განხრით მოიპოვა უმაღლესი აკადემიური კვალიფიკაცია ბონში (1960). მას მიენიჭა ვესტფალიის ვილჰელმის სახ.  უნ-ტის მოწვეული პროფესორის (1964), შემდგ კი – სრული პროფესორის სტატუსი (1966). ამავე წელს ბოხუმის რურის უნ-ტის ზოგადი და შედარებითი ენათმეცნიერების კათედრაზე მიიწვიეს, სადაც  ფილოლოგიის განყ-ების დეკანის პოსტი დაიკავა (1973-1974). იგი ბონის უნ-ტის შედარებითი ენათმეცნიერების  კათედრაზე ასწავლიდა. მან იმავე უნ-ტში ემერიტუს პროფესორის წოდება მიიღო (1994). იგი არის ირლანდიის სახელმწ. უნ-ტის (კორკი) საპატიო დოქტორი.

მეცნიერი ჰ. ვაგნერთან ერთად გამოსცემს ჟურნალს კელტური ფილოლოგიის შესახებ (1970).