შილაკაძე ივანე (ვანო)
შილაკაძე ივანე (ვანო)

შილაკაძე ივანე (ვანო) (24. V. 1910 — XI. 1978. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში), ენათმეცნიერი, მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ (1937). იყო უნ-ტის ასპირანტი (1938-დან) (მანამდე ერთი წელი მივლინებული იყო მასწავლებლად სოფ. ჯგალში, სამეგრელოში). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1944). იყო თსუ-ის დოცენტი; დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა პროფ. წოდება (1966), აირჩიეს არმენოლოგიის კათედრის გამგედ (1964-1978). სიცოცხლის ბოლო წლებში შ. ი-მ დააარსა არმენოლოგიური სემინარი, რ-იც მიზნად ისახავდა სხვადასხვა სამეცნ. დაწესებულებაში მომუშავე სპეციალისტების გაერთიანებას. სემინარი რეგულარულად ტარდებოდა, მასში მომიჯნავე დარგების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მისი ხელმძღვანელობით არმენოლოგიის კათედრის ბ-კა შეივსო უნიკალური სპეც. ლიტ-რით, მათ შორის ისეთი წიგნებით, რ-ებიც ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს. შ. ი.-ს გარდაცვალების შემდეგ, მისივე სურვილის თანახმად, კათედრას გადაეცა პირადი ბ-კის არმენოლოგიური ლიტ-რის 700-მდე ტ. მან ეს წიგნები თვითონ გადაარჩია, მაგრამ სიცოცხლეში გადაცემა ვერ მოასწრო. მოგვიანებით მისმა ოჯახმა სპეც. ლიტ-რის გარკვეული ოდენობა კიდევ გადასცა არმენოლოგიის კათედრას (1990). იგი ავტორია 80-მდე ნაშრომისა, რ-თაგან 5 ცალკე წიგნად არის გამოქვეყნებული. მათ შორის, ძვ. და ახ. სომხ. ენის გრამატ. სახელმძღვანელოები, რ-ებიც ქართ. სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი. სამეცნ. და პედ. მოღვაწეობასთან ერთად იგი ინტენსიურ მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა. მას თარგმნილი და გამოცემული აქვს სომხ. კლასიკისა და თანამედროვე ავტორთა არაერთი ნაწარმოები. შ. ი.-მ დიდი დრო მოანდომა აგრეთვე ქართ. ხალხ. მუს. შესწავლას და ამ სფეროშიც რამდენიმე წიგნის ავტორია. შ.ი. გ. 1978 წ-ის ნოემბ-ში, 68 წ-ის ასაკში. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში, თბილისში.

ნაშრომები: 31 სიტყვა

თხზ.: შილაკაძე, ი. (1954). ძველი სომხური ენის გრამატიკა ქრესტომათიითა და ლექსიკონით. უნ-ტის გამ-ბა; შილაკაძე, ი. (1978). ქართული და სომხური ენების ბგერითი სისტემები. თბ. სახელმწ. უნ-ტის შრომები: აღმოსავლეთმცოდნეობა ტ.186.